13:09 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-10 13:27:53, 600 ნახვა

პოლიტიკა
მარგველაშვილი: არჩევნებზე წაუსვლელობით ადამიანები ხელს აწერენ უუნარობას და მონობას

არჩევნებზე წაუსვლელობით ადამიანები ხელს აწერენ უუნარობას და მონობას, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა თბილისის პირველ სკოლაში, საჯარო ლექციაზე განაცხადა.  

პრეზიდენტის თქმით, საარჩევნოდ ყველა პოლიტიკოსი მზად არის, ისაუბროს, ამიტომ ხალხმა უარი კი არ უნდა თქვას მასთან საუბარზე, არამედ უნდა დაუჯდეს და ალაპარაკოს.

„მაგალითად,  60%-ზე მეტი ამბობს, რომ არჩევნებზე არ აპირებს მისვლას.  რეალურად  ეს ხალხი ხმას აძლევს შავბნელ ძალას, რომელიც მას სამართავად გამოიყენებს. მერე ეს ძალა მოგვიბრუნდება და გვკითხავს, რა ნიშნით მთხოვ დემოკრატიას? რა ნიშნით მთხოვ მედიის თავისუფლებას? შენ არ აგირჩევივარ მე. იმის მიუხეადავად, მოგვწონს თუ არა ესა თუ ის პოლიტიკოსი, ის უნდა ვაიძულოთ, ჩვენ სასარგებლოდ იმუშაოს. საარჩევნოდ ყველა პოლიტიკოსი მზად არის, ისაუბროს, ამიტომ ხალხმა უარი კი არ უნდა თქვას მასთან საუბარზე, არამედ უნდა დაუჯდეს და ალაპარაკოს - რის გაკეთებას აპირებს, უნდა ალაპარაკოს არა ლოზუნგებით, არამედ უნდა კითხოს, რას აპირებს, როგორ აპირებს. მაგრამ, თუ ასე არ გააკეთებს და, უბრალოდ, უარს იტყვის არჩევნებზე წასვლაზე, მაშინ ის მოაწერს ხელს უუნარობას. სახლში დაჯდომით ის ხელს აწერს მონობას“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ამერიკელი პოლიტიკოსები გმობენ ტრამპთან სადილზე სროლას
ბათუმში ძალადობის და ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს
ჩერნობილის 40 წელი - კატასტროფა, რომლის დამალვაც სცადეს
უკრაინული დრონები თავს დაესხნენ ობიექტებს რუსეთის ფედერაციის იაროსლავისა და ვოლოგდას რეგიონებში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics