12:52 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-09 16:28:23, 506 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: საარჩევნო სიასთან დაკავშირებით კონსულტაციები დაწყებულია

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების სიების ფორმირებასთან დაკავშირებით ჟურნალისტების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, საარჩევნო სიის საბოლოო სახე ცნობილი არჩევნების დანიშვნის შემდეგ გახდება.

„ჩვენი საარჩევნო სიის საბოლოო სახე, ბუნებრივია, ცნობილი გახდება უშუალოდ არჩევნების დანიშვნის შემდეგ, ანუ ზაფხულში. თუმცა მანამდე, უკვე დავაანონსეთ, რომ დაიწყება ახალი სახეების ეტაპობრივი წარდგენა", - აღნიშნა პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა.

ირაკლი კობახიძის თქმითვე, კონსულტაციები საარჩევნო სიასთან დაკავშირებით დაწყებულია, თუმცა ჯერჯერობით იგი დანომრილი არ არის.

„ ჯერჯერობით არ არის განსაზღვრული ის, თუ როგორ გადანაწილდება რიგითობა სიაში", -განმარტა  პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა.

შეგახსენებთ, დღეს „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ და აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ გლდანის საარჩევნო ოლქში საკრებულოს შუალედურ არჩევნებზე მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ბორია ფირცხელიანი წარადგინეს.

შეხვედრა მოსახლეობასთან ავჭალაში, სარაჯიშვილის სკვერში გაიმართა.

კახა კალაძემ სიტყვით გამოსვლა თანამოქალაქეებისათვის ფაშიზმზე გამარჯვების 71-ე წლისთავის მილოცვით დაიწყო.

პარტიის გენერალურმა მდივანმა მოსახლეობას მთავრობის მიერ განხორციელებულ რეფორმებსა და პროექტებზე მიაწოდა ინფორმაცია. ყურადღება გაამახვილა საყოველთაო დაზღვევის პროგრამასა და სოფლის მეურნეობის განვითარების კუთხით განხორციელებულ პროექტებზე. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ამერიკელი პოლიტიკოსები გმობენ ტრამპთან სადილზე სროლას
ბათუმში ძალადობის და ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს
ჩერნობილის 40 წელი - კატასტროფა, რომლის დამალვაც სცადეს
უკრაინული დრონები თავს დაესხნენ ობიექტებს რუსეთის ფედერაციის იაროსლავისა და ვოლოგდას რეგიონებში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics