12:51 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-09 14:57:03, 570 ნახვა

პოლიტიკა
კვირიკაშვილი: ერთობლივი წვრთნები საქართველოს დასავლეთთან პარტნიორობის ნათელი მაგალითია

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მიიჩნევს, რომ ქართველი, ამერიკელი და ბრიტანელი სამხედროების მონაწილეობით წვრთნების გამართვა მნიშვნელოვანია საქართველოს თავდაცვის უნარიანობის ზრდისთვის.

როგორც პრემიერ-მინისტრმა დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, ერთობლივი წვრთნები დასავლეთთან პარტნიორობის ნათელი მაგალითია.

„ეს არის ძალიან ნათელი მაგალითი ჩვენი პარტნიორობისა დასავლეთთან. ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ზრდა. ჩვენ გავიარეთ საკმაოდ მნიშვნელოვანი ეტაპი საქართველოს სამხედრო რეფორმისა, როდესაც საქართველოს სამხედრო შენაერთები არიან მაქსიმალურად თავსებადი ნატო-ს სტანდარტებთან. დღეს გვაქვს ახალი ეტაპი დასაწყები, რათა საქართველოს სამხედრო შენაერთების თავდაცვისუნარიანობა გავაძლიეროთ. სწორედ აქეთკენ არის მიმართული ეს წვრთნები, რომელიც იწყება საქართველოში. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს არის გამოხატულება საქართველოს ურყევი ნებისა და საქართველოს მოსახლეობის სუვერენული გადაწყვეტილებისა, საქართველოს საგარეო პოლიტიკური ვექტორის თაობაზე. ნებისმიერი შეკითხვა ამ ვექტორის თაობაზე, ჩემი აზრით, არის არაობიექტური და უადგილო“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

აღსანიშნავია, რომ გიორგი კვირიკაშვილი მიესალმება იმ წვრთნებს, რომელიც ქვეყანაში ტარდება და აცხადებს, რომ ამაში პროვოკაციული არაფერია.

"ეს წვრთნები არ არის მიმართული არავის წინააღმდეგ. ეს არის ნათელი გამოხატულება საქართველოს და დასავლეთის, ჩვენი დასავლელი პარტნიორების თანამშრომლობისა. ვფიქრობ, რომ აქ პროვოკაციის ნასახი არ არის. გაცილებით უფრო მეტი პროვოკაციული ელემენტია იმ ხელშეკრულებებში, რომლებიც იწერება რუსეთის ფედერაციას, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის. ჩვენი მხრიდან აბსოლუტურად არანაირ პროვოკაციას ადგილი არ აქვს", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ამერიკელი პოლიტიკოსები გმობენ ტრამპთან სადილზე სროლას
ბათუმში ძალადობის და ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს
ჩერნობილის 40 წელი - კატასტროფა, რომლის დამალვაც სცადეს
უკრაინული დრონები თავს დაესხნენ ობიექტებს რუსეთის ფედერაციის იაროსლავისა და ვოლოგდას რეგიონებში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics