|
2016-05-09 14:18:04, 531 ნახვა
პოლიტიკა
კვირიკაშვილი: თამაზ მეჭიაურის განცხადება აბსოლუტურად აცილებულია
ბატონი თამაზის განცხადება არის აბსოლუტურად აცილებული იმ საგარეო პოლიტიკურ კურსს, რომელიც "ქართულ ოცნებას“ აქვს, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დეპუტატ თამაზ მეჭიაურის განცხადებას ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. როგორც პრემიერმა აღნიშნა, დასანანია, რომ მეჭიაურის განცხადებები მთავრობის პოლიტიკურ პრიორიტეტს არ გამოხატავს. "დიდი სინანულით უნდა ვთქვა, რომ ბატონი თამაზის განცხადება არის აბსოლუტურად აცილებული იმ საგარეო პოლიტიკურ კურსს, რომელიც "ქართულ ოცნებას“ და საქართველოს მთავრობას აქვთ და რომელიც თავის მხრივ, "ქართული ოცნების“ კურსის გამომხატველია. ძალიან დასანანია, რომ ბატონი თამაზის განცხადებები არ გამოხატავს საქართველოს მთავრობის და "ქართული ოცნების" საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტს”, - განაცხადა პრემიერმა. შეგახსენებთ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თამაზ მეჭიაურმა განაცხადა, რომ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების გარეშე არ მოხდება. როგორც მან აღნიშნა, დღევანდელი მოცემულობით საქართველოს ნატო-ში არავინ მიიღებს, რადგან რუსეთთან სამხედრო დაპირისპირებას ყველა გაურბის.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)