2016-05-07 19:45:36, 914 ნახვა
სამართალი
ნატა ფერაძე ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს
ნატა ფერაძე ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.
ნატა ფერაძე პანორამა თბილისის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე დაკავების შემდეგ, საპატრულო პოლიციამ ნარკოლოგიურ შემოწმებაზე გადაიყვანა. მას სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლს, პოლიციელელისადმი დაუმორჩილებლობისა და ნარკოტიკული ნივთიერების ექიმის დანიშნულების გარეშე მიღებას ედავებოდნენ. კლინიკური შემოწმების დასკვნით ნარკოლოგიური თრობა არ დადასტურდა. ბიოლოგიური მასალის ჩაბარებაზე კი ნატა ფერაძემ უარი განაცხადა, რადგან ამის ვალდებულება არ ჰქონდა.
შსს-ს ინფორმაციით, ნატა ფერაძეს ახლა მხოლოდ სისხლის სამართლის კოდექსის 173-ე მუხლს, პოლიციელელისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან.
დღეს ნატა ფერაძის სასამართლო პროცესი არ გაიმართება.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან