|
2015-01-08 12:48:19, 4399 ნახვა
სამხედრო
გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე ქრისტეშობის დღესასწაულს ავღანეთში ქართველ სამხედროებთან ერთად შეხვდა
საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე ქრისტეშობის ბრწყინვალე დღესასწაულს ავღანეთში ქართველ სამხედროებთან ერთად შეხვდა. ბაგრამის საავიაციო ბაზაზე 51-ე ბატალიონის პირად შემადგენლობას შობა საქართველოს შეიარაღებული ძალების მთავარმა სერჟანტმა ბესო ხატიაშვილმა, ავღანეთში უფროსმა სამხედრო წარმომადგენელმა, პოლკოვნიკმა ჯონი ტატუნაშვილმა და V ქვეითი ბრიგადის მეთაურის მოვალეობის შემსრულებელმა, მაიორმა როლანდ ძნელაძემ მიულოცეს. გენერალური შტაბის ხელმძღვანელი პირები საშობაო ლიტურგიას, ქართველ სამხედროებთან ერთად, ბაზაზე მდებარე ქართულ სამლოცველოში დაესწრნენ. საზეიმო წირვა-ლოცვა 51-ე ბატალიონის კაპელანმა, დეკანოზმა გიორგი გაბლიშვილმა აღავლინა. ბაგრამის საავიაციო ბაზაზე ვიზიტისას, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ 51-ე ბატალიონის შტაბი დაათვალიერა და ბატალიონის სამუშაო გარემოს გაეცნო. ბატალიონის მეთაურმა ვიცე-პოლკოვნიკმა კობა გრიგოლიამ გენერალური შტაბის უფროსს ბატალიონის საქმიანობის შესახებ დეტალური პრეზენტაცია წარუდგინა. ავღანეთში, 51-ე ბატალიონის სამხედროები ამერიკული კონტინგენტის შემადგენლობაში ამჟამად "მტკიცე მხარდაჭერის" ოპერაციაში მონაწილეობენ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
რუსეთმა კიევზე, დნეპრისა და ხარკოვზე დრონებითა და სარაკეტო იერიში მიიტანა, ათი ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)