08:23 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-06 17:06:47, 514 ნახვა

საზოგადოება
სასულიერო პირები ოჯახში ძალადობის აღკვეთის შესახებ კანონში ცვლილებებს აპროტესტებენ

სასულიერო პირების ნაწილი ოჯახში ძალადობის აღკვეთის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს აპროტესტებს.

სასულიერო პირები ამბობენ, რომ პროექტის მიხედვით, თუ მშობელი შეზღუდავს შვილის უფლებას სწავლის ან ეკონომიური მოთხოვნილების დაკმაყოფილების კუთხით, სოციალურ მუშაკს ეძლევა უფლება, დაიწყოს შვილის ჩამორთმევის პროცედურა.

ასევე, მათივე აზრით, კანონპროექტი ინტერპრეტირების საშუალებასაც იძლევა.

იუსტიციის მინისტრის მოადგილის, სანდრო ბარამიძის განმარტებით კი, ცვლილებებში საუბარია ბავშვთა კონსტიტუციური უფლების დაცვაზე. კერძოდ, თუ ბავშვის უფლება ირღვევა, იმის მიუხედავად, რომ მშობელს ამის გაკეთების საშუალება აქვს, სოციალური მუშაკი აფრთხილებს მშობელს, რომ ბავშვის უფლება ირღვევა. 

იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული პროექტი იურიდიული კომიტეტის სხდომაზე უნდა განეხილათ, თუმცა სხდომის დაწყებამდე სასულიერო პირები იუსტიციის მინისტრის მოადგილეს გაესაუბრნენ. ალექსანდრე ბარამიძემ მათ საკუთარი წინადადებების წარდგენა და საკითხის განხილვის მომავალი კვირისთვის გადადება შესთავაზა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ლელო: რეჟიმი ცდილობს ბიზნესის ხმა ჩაახშოს, ჩვენ ამ ხმას გავაძლიერებთ
თეთრი სახლი: აშშ ირანის მხრიდან გარკვეულ პროგრესს აღნიშნავს
25 აპრილს, ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღე სრულდება - სიონის ტაძარში წირვას აღავლენენ
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics