07:07 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-06 12:16:51, 618 ნახვა

საზოგადოება
მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზაზე „საევაკუაციო ნაგებობები“ მოეწყობა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ,  მაია ქალიაშვილმა და სახელმწიფო სამშენებლო კომპანიის დირექტორმა იოსებ ოზაშვილმა მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის 136–ე კილომეტრზე, „საევაკუაციო ნაგებობების“ მოწყობის სამუშაოები დაათვალიერეს.

ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტი კლდის ფერდზე  208,80 მეტრი სიგრძის და 2.25მ სიგანის საევაკუაციო დერეფნის მშენებლობას ითვალსწინებს. 

„მსგავსი პროექტი საქართველოში პირველად ხორციელდება.   საევაკუაციო დერეფანი, სტიქიის შემთხვევაში,  მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის სავატომობილო გზით მოსარგებლეთა და საბაჟო-გამშვები პუნქტსა და მიმდებარე მშენებარე ობიექტებზე დასაქმებულთა  ევაკუაციის ადგილამდე უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს. სამუშაოები 2015 წლის ივნისში დაიწყო და 2016 წელს დასრულდება.  პროექტის სავარაუდო ღირებულება 1 მილიონ 200 ათასი ლარია.

მშენებლობაზე დასაქმებულია 50 ადამიანი. მათი დიდი ნაწილი ადგილობრივი მცხოვრებია“, - აცხადებენ სამინისტროში.

მათივე ცნობით, მყინვარ დევდორაკზე, განთავსებულ  სპეციალური საგუშაგოში 24 საათიანი მორიგეობაა დაწესებული. განგაშის გამოცხადების შემთხვევაში შესაბამისი სამსახურები ოპერატიულად უზრუნველყოფენ სტიქიის ზონაში  ავტოტრანსპორტის მოძრაობის ჩაკეტვას.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ლელო: რეჟიმი ცდილობს ბიზნესის ხმა ჩაახშოს, ჩვენ ამ ხმას გავაძლიერებთ
თეთრი სახლი: აშშ ირანის მხრიდან გარკვეულ პროგრესს აღნიშნავს
25 აპრილს, ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღე სრულდება - სიონის ტაძარში წირვას აღავლენენ
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics