13:49 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-05 18:35:42, 801 ნახვა

სამართალი
ანა დოლიძე: არასწორია, როდესაც მოსამართლეთა განწესებაზე კულუარული გარიგებების მოთხოვნით მსჯელობენ

არასწორია, როდესაც მოსამართლეთა განწესებაზე მსჯელობა მიმდინარეობს არა კანდიდატების კვალიფიკაციით, არამედ კულუარული გარიგებების მოთხოვნით, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა ანა დოლიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, რამდენიმე თვეა პარალმეტში, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატურების განხილვა მიმდინარეობს.

“გუშინ პარლამენტის წევრების გაკეთებულმა განცხადებებმა, მოსამართლეთა განწესების საკითხი ჩვენი აზრით, არასწორი მიმართულებით წაიყვანეს. არასწორია, როდესაც მოსამართლეთა განწესებაზე მსჯელობა მიმდინარეობს არა კანდიდატურების კვალიფიკაციით და არა სხვა აღიარებული მეთოდებით, არამედ კულუარული გარიგებების მოთხოვნით. საკითხის ამგვარად დაყენება შეურაცხყოფას აყენებს მოსამართლის მაღალ სტატუს და სამართლიანი სასამართლოს იდეას. კულუარული გარიგებები ვერ გადაწყვეტს სასამართლოს წინაშე მდგარ პრობლემებს, მოგეხსენებათ საზოგადოება სამართლიანი მართლმსაჯულების მოლოდინშია”, - განაცხადა ანა დოლიძემ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი იმედოვნებს, რომ ქართველი ხალხის არჩეული პარლამენტი გადაწყვეტილებას მიიღებს თითოეული კანდიდატის ცოდნის, განათლების, კვალიფიკაციის და დამოუკიდებლობის ხარისხის მიხედვით.

შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებმა გუშინ გააკეთეს განცხადება, რომ მოსამართლეთა კანდიდატურებზე კონსულტაციები უნდა გაიმართოს.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზელენსკი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შერბილების გაგრძელება აძლიერებს რუსეთის ლიდერების ილუზიას, რომ შეუძლიათ ომის გაგრძელება
მილანში ულტრამემარჯვენეების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის დროს არეულობა დაიწყო - ვიდეო
პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის და სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტებზე ერთი პირია დაკავებული
შსს: დავაკავეთ კაცი, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ქალს, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics