07:07 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-05 19:02:33, 615 ნახვა

საზოგადოება
დანაშაულის პრევენციის ცენტრმა აღდგომის დღესასწაული ხანდაზმულთა პანსიონატის ბენეფიციარებს მიულოცა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ თანამშრომლები თბილისის ხანდაზმულთა პანსიონატს  ესტუმრნენ.

ცენტრის დირექტორმა ირაკლი ხელაძემ ხანდაზმულთა სახლში მცხოვრებ 68 მოხუცს იუსტიციის მინისტრის სახელით აღდგომის დღესასწაული მიულოცა და საჩუქრები გადასცა. ღონისძიებაში „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ პროგრამა „ორი თაობის“ ახალგაზრდებიც მონაწილეობდნენ.

ცნობისთვის, თემქის ხანდაზმულთა პანსიონატის მცხოვრებლებისათვის სპეციალურ პროგრამას - „ორი თაობა“ – „დანაშაულის პრევენციის ცენტრი“  2014 წლიდან ახორციელებს. პროექტის ფარგლებში სკოლის მოსწავლეები ყოველდღიურად სტუმრობენ მზრუნველობამოკლებულ მოხუცებს, ეხმარებიან მათ სხვადასხვა საქმეებში, უკითხავენ ჟურნალ-გაზეთებს და წიგნებს, ეხმარებიან ეზოს კეთილმოწყობაში. პროგრამის მიზანი მოზარდებში უფროსი თაობის მიმართ მზრუნველობისა და პასუხისმგებლობის გრძნობის განვითარებაა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ლელო: რეჟიმი ცდილობს ბიზნესის ხმა ჩაახშოს, ჩვენ ამ ხმას გავაძლიერებთ
თეთრი სახლი: აშშ ირანის მხრიდან გარკვეულ პროგრესს აღნიშნავს
25 აპრილს, ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღე სრულდება - სიონის ტაძარში წირვას აღავლენენ
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics