|
2016-05-05 14:52:07, 1188 ნახვა
კომენტარი
გიგლა აგულაშვილი განმარტავს, რატომ მოხვდა საქართველო გარემოსდაცვით სფეროში რეიტინგში 111-ე ადგილზე
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი განმარტავს, თუ რატომაა გარემოსდაცვით სფეროში რეიტინგში საქართველო 111-ე ადგილზე. აგულაშვილის მტკიცებით, მედიაში უკვე გამოქვეყნებულ შეფასებით ანგარიშში არაა შესული გარემოსდაცვითი საქმიანობის ეფექტიანობის მესამე შეფასების მონაცემები, რომელიც მისივე თქმით, მნიშვნელოვან ცვლილებას გამოიწვევდა: „მედიაში, სოციალურ ქსელებში ვრცელდება ინფორმაცია, რომ საქართველოს აქვს 111-ე ადგილი გარემოსდაცვით სფეროში, რეიტინგები ქვეყნდება. მინდა გითხრათ ამასთან დაკავშირებით რეალური ვითარება როგორია. იელის უნივერსიტეტის მიერ მომზადებული ანგარიშის ფარგლებში, საქართველოს 9 ინდიკატორიდან, გაუმჯობესება აქვს 7 ინდიკატორში ამ მიამრთულებით. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ ამ შეფასებაში, რომელიც გამოქვეყნებულია უკვე მედიაში, არ არის შესული გარემოსდაცვითი საქმიანობის ეფექტიანობის მესამე შეფასების მონაცემები, რომელიც ასევე მნიშვნელოვან ცვლილებას გამოიწვევდა ამ ინდიკატორების თაობაზე. ჰაერის ხარისახის მონაცემები წინა ანგარიშში გვქონდა ჯამური 75 ქულა და დღეს გაუმჯობესება გავქვს და გვაქვს 79 ქულა; ტყის დაფარულ ფართობებზე ცვლილებების მხრივ, საქართველომ პირველ ადგილზე გადაინაცვლა- 84 ქულიდან, ავიდა 100 ქულამდე; წყალი და სანიტარიის ინდიკატორებში ჩვენ გვქონდა 64 ქულა და ავედით 79 ქულაზე; ბიომრავალფეროვნების ინდიკატორი-29 ქულა გვქონდა და ავედით 70 ქულამდე; კლიმატი და ენერგეტიკა-45 ქულიდან გადავინაცვლეტ 51 ქულაზე; გადამეტებული თევზჭერის ინდიკატორში წინა წელს იმ ანგარიშში გვეწერა 0 ქულა, ახლა გვაქვს 32 ქულა; სოფლის მეურნეობის ინდიკატორებში 58 ქულა გვქონდა და ახლა გავქვს 98 ქულა. რეიტინგზე ყველაზე ცუდი გავლენა იქონია იმ ფაქტმა, რომ ჩამდინარე წყლების გაწმენდის ინდიკატორში საქართველოს უწერია 0 ქულა, რაც გამოცემის ავტორთა ინფორმაციის არ ქონაზე უნდა მიუთითებდეს. ჯანმრთელობაზე ზეგავლენის ინდიკატორის დათვლა წინა ანგარიშში მოხდა ბავშვთა სიკვდილიანობის მონაცემებით, ახალ ანგარიშში ეს მონაცემები ამოღებულია მაშინ, როცა ამ მხრივ ქვეყანაში მდგომარეობა გაუმჯობესებულია და მხოლოდ ამ მონაცემებში გვაქვს ქულათა მცირე კლება.79 ქულიდან, ახლა გვაქვს 75 ქულამდე. დღეს არსებობს რამდენიმე პროგრამა, რომელიც ამ რობლემის მოსაგვარებლად ხორციელდება და ეს შემდეგ აისახება ინდიკატორებში გაუმჯობესების თვალსაზირისით“,-განაცხადა გიგლა აგულაშვილმა.
ტრამპს სურს, რომ ჯანი ინფანტინო გაეროს შემდეგი გენერალური მდივანი გახდეს - New York Post
აშშ-ის მოკავშირეები ახლო აღმოსავლეთში ტრამპს ირანში სახმელეთო შეჭრის დაწყებისკენ მოუწოდებენ
უკრაინამ კრასნოდარსა და ნევინომისკში Wildberry-ის საწყობებს დაარტყა. რვა ადამიანი დაშავდა
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)