07:51 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-05 11:00:34, 527 ნახვა

პოლიტიკა
მთავრობა სივრცით-ტერიტორიული მოწყობის დოკუმენტზე მუშაობას იწყებს

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და განვითარების, ასევე ტურისტული პოტენციალის მაქსიმალურად ათვისების მიზნით, მთავრობა სივრცით-ტერიტორიული მოწყობის დოკუმენტზე მუშაობას იწყებს.

როგორც პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა,  აღნიშნული  ოთხპუნქტიანი რეფორმების გეგმის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინიციატივაა.

მინისტრთა კაბინეტი დღევანდელ სხდომაზე ახმეტის, თუშეთის, მესტიისა და მულახის განვითარებისთვის გადასადგმელ ნაბიჯებს განიხილავს და სპეციალურ პაკეტს დაამტკიცებს, რაც აღნიშნული მიმართულებების სივრცით-ტერიტორიული მოწყობის ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტის შექმნას გულისხმობს.

„აღნიშნული მიმართულებები გეგმურად, კანონზომიერად განვითარდება, რათა ერთის მხრივ, შენარჩუნდეს კულტურული მემკვიდრეობა და იქ არსებული უნიკალური ეკოსისტემა, ხოლო მეორეს მხრივ განვითარდეს ტურისტული პოტენციალი. განვითარება უნდა მოხდეს არა სტიქიურად, არამედ გეგმაზომიერად, სივრცითი მოწყობის გეგმიდან გამომდინარე“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics