|
2016-05-05 09:54:07, 541 ნახვა
საზოგადოება
112-ს გერმანელ ჟურნალისტთა ჯგუფი ესტუმრა
შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ს საქართველოში ვიზიტით მყოფი 16 გერმანელი ჟურნალისტი ეწვია. როგორც "ექსპრესნიუსს" შსს-დან აცნობეს, სტუმრებს „112“-ის დირექტორმა, გიორგი ბიჭაშვილმა უმასპინძლა და ქოლ-ცენტრი დაათვალიერებინა. გერმანელი ჟურნალისტები გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრში ზარის მიღებისა და შეტყობინების დამუშავების პროცესს დაესწრნენ. უცხოელი ჟურნალისტები „112“-ის სერვისებით და სამომავლო გეგმებით დაინტერესდნენ. სტუმრებმა ქვეყანაში მოქმედი გადაუდებელი დახმარების ნომრის ფუნქციონირების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს. გერმანელ ჟურნალისტთა საქართველოში ვიზიტის მიზანი არსებული ვითარების, განხორციელებული და დაგეგმილი რეფორმების, საქართველოს ეკონომიკური და საინვესტიციო გარემოს უკეთ გაცნობაა. მედიატურში ბერლინის პრესკლუბის წევრები მონაწილეობენ, რომლებიც გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის წამყვან მედია საშუალებებს წარმოადგენენ.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)