|
2016-05-05 09:47:42, 602 ნახვა
საზოგადოება
ხელვაჩაურში სამართალდაცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოხდა
ხელვაჩაურში გზის გადაკეტვას, სამართალდაცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოჰყვა. 40 დღის წინ, ხელვაჩაურში გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი 14 წლის მოზარდის ახლობლები საქმის დროული გამოძიების მოთხოვნით, ხელვაჩაურში ცენტრალური მაგისტრალი გადაკეტეს. როგორც 14 წლის ანრი გოგიტიძის ოჯახის წევრები მიიჩნევენ, მოზარდი თანატოლებმა ცემით მოკლეს. აქციის მონაწილეები მკვლელობის მიზეზის დასადგენად, სამართალდამცავებს სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნის დადებას და საქმისთვის კვალიფიკაციის შეცვლას თხოვენ. ადგილზე მობილიზებული იყო საპოატრულო პოლიცია. გზის გადაკეტვას, სამართალდაცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოჰყვა. სიტუაციის განმუხტვა პოლიციამ, რამდენიმე წუთში შეძლო, თუმცა აქცია კვლავ გაგრძელდა. ცენტრალური გზა თითქმის ერთ საათის განმავლობაში გადაკეტილი იყო. შეკრებილებს აჭარის სამმართველოს უფროსი შეხვდა და პრობლემის მოგვარებას დაპირდა. შეგახსენებთ, რომ ანრი გოგიტიძის გარდაცვალების საქმე პოლიცია 115-ე მუხლით იძიებს, რაც მოზარდის თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. ოჯახის წევრების მოთხოვნის მიუხედავად, შსს-ის პრესსამსახურის ინფორმაციით, საქმე კვლავ 115-ე მუხლით მიმდინარეობს.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)