|
2016-05-04 12:47:05, 537 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტი: ჩვენი შეიარაღებული ძალები ჩვენი ქვეყნის იმიჯსა და გლობალურ სტაბილურობას აძლიერებენ
„25 წლის წინ, როდესაც ჩვენ კიდევ ერთხელ გავხდით დამოუკიდებლები და დავიწყეთ ჩვენი სახლემწიფოებრიობის ხელახლა აღდგენა, ჩვენ გადავდგით მთავარი და სწორი ნაბიჯი - დავიწყეთ ძლიერი შეიარაღებული ძალების შექმნა“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა IV მექანიზირებული ბრიგადის ტერიტორიაზე გამართულ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ეს ნაბიჯი განპირობებული იყო იმ ისტორიული ლოგიკით, რომლითაც ჩვენი სახლემწიფო სამი ათასი წლისგანმავლობაში არსებობდა. „საუკუნეების განმავლობაში პატარა ქვეყანას, რომელიც იმპერიებს შორის იყო მოქცეული, სწორედ თავისი შეიარაღებული ძალებით და თავისი მებრძოლებით, შეეძლო დამოუკიდებლობის და თავისი იდენტობისშენარჩუნება. ამ უმნიშვნელოვანესი და გმირული ტრადიციის გამგრძელებლები ხართ თქვენ დღეს. თქვენ დღეს აგრძელებთ იმ წინაპრების ბრძოლას, რომლებმაც ჩვენი ქვეყანა 21-ე საუკუნემდე მოიყვანეს.თქვენ, დღეს ამას აკეთებთ ამაყად, ჩვენი ჯარების პროფესიონალიზმის, თქვენი კვალიფიკაციიდან გამომდინარე, არა მარტო საქართველოში, არამედ მსოფლიოს სხვადასხა წერტილში. თქვენ აძლიერებთ ჩვენი ქვეყნის იმიჯს, გლობალურ სტაბილურობას და წინ სწევთ ჩვენს ქვეყანას“, - განაცხადა მარგველაშვილმა. პრეზიდენტმა ჯარისკაცებს ქართველი ხალხის სახელით, მინდა მადლობა გადაუხადა. მინდა თავი დავხარო იმ „მებრძოლების წინაშე, რომლებიც დღეს აქ არ დგანან, მაგრამ ბუნებრივია, მათი საქმე და მათი სულები აქ არიან, მომავლშიც იქნებიან და გააძლიერებენ ჩვენს სამშობლოს. საქართველოს სახელმწიფო, თითოეული მოქალაქე მადლობელია იმისთვის, რომ მათ შეუძლიათ იმუშაონ,იღვაწონ, ქვეყანა ააშენონ და წინ წასწიონ იმ დემოკრატიულ რეფორმებში, რომლებსაც ჩვენ ვახორციელებთ,გამომდინარე იმ სამსახურიდან, რომელსაც თქვენ ეწევით. საქართველოს თითოეული მოქალაქის სახელით და საქართველოს სახელმწიფოს სახელით მადლობას გიხდით ამ სამსახურისთვის. მჯერა, რომ თქვენი მოწოდება, თქვენი უნარი, თქვენი ვაჟკაცობა, ის ტრადიციები, რომლებიც ჩვენყოველთვის გაგვაჩნდა, მომავალშიც წინ წასწევს საქართველოს. ღმერთმა დალოცოს თქვენი საქმე და ღმერთმა დალოცოს ჩვენი სამშობლო საქართველო!" - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა. ცნობისთვის, საქართველოს შეიარაღებული ძალების 25 წლისადმი მიძღვნილ საიუბილეო ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი, გენშტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, შეიარაღებული ძალების სხვა წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები.
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)