07:07 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-04 11:28:03, 524 ნახვა

პოლიტიკა
უსუფაშვილი: ძნელია, ბოლომდე ვიზეიმოთ შეიარაღებული ძალების 25 წელი, როდესაც ქვეყნის ნაწილი კვლავ ოკუპირებულია

ვაზიანში IV მექანიზირებული ბრიგადის ბაზაზე საქართველოს შეიარაღებული ძალების დაარსებიდან 25 წლისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება იმართება.

ღონისძიების მონაწილეებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა სიტყვით მიმართა.

მან პარლამენტის სახელით შეიარაღებულ ძალებს იუბილე მიულოცა და განაცხადა, რომ ეს არის დღე, როდესაც საქართველო ერთიანია.

"ძნელია, ბოლომდე ვიზეიმოთ შეიარაღებული ძალების 25 წელი, როდესაც ქვეყნის ნაწილი კვლავ ოკუპირებულია. ჩვენი სახელმწიფო არ არის მთლიანი, მაგრამ ეს მისია, მე მგონი, თითოეულ ჩვენგანს კიდევ უფრო გვაძლიერებს, მეტ შემართებას გვმატებს და გვამხნევებს, რადგან ჩვენი ვალი სამშობლოს წინაშე პოლიტიკოსებს, სამხედროებს, მოქალაქეებს ჯერ კიდევ მოსახდელი გვაქვს. ეს არის ყველაზე საპატიო ვალი, ჩვენი სამშობლოს დაცვა, გამთლიანება და მშვიდობის უზრუნველყოფა", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics