07:07 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-04 10:37:55, 481 ნახვა

პოლიტიკა
მიხეილ ჯანელიძე ვიშეგრადისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტერიალში მონაწილეობს​

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მიხეილ ჯანელიძე "ვიშეგრადის ოთხეულისა" და  "აღმოსავლეთ პარტნიორობის" ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში მონაწილეობს, რომელიც 2016 წლის 4 მაისს ქ. პრაღაში იმართება.

საგარეო უწყების ინფორმაციით, მინისტრი მონაწილეობას მიიღებს პლენარულ სესიაში, სადაც განხილული იქნება "აღმოსავლეთ პარტნიორობის" ფორმატში რიგის სამიტზე შეთანხმებული პრიორიტეტების განხორციელების საკითხი, თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები და განახლებული ევროპული სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში "აღმოსავლეთ პარტნიორობის" ფორმატის გაძლიერების საკითხი.

შეხვედრაში ვიშეგრადის ოთხეულის, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისა და ევროკავშირის მაღალი რანგის წარმომადგენლები მონაწილეობენ.

მინისტერიალის ფარგლებში საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი ორმხრივ შეხვედრებს გამართავს კოლეგებთან.

„ვიშეგრადის ოთხეულის" და „აღმოსავლეთ პარტნიორობის" ქვეყნების შეხვედრა საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე წელიწადში ერთხელ იმართება,  ვიშეგრადის ჯგუფის თავმჯდომარე ქვეყნის ორგანიზებით. აღნიშნული შეხვედრები ტარდება „ვიშეგრადის ოთხეულის აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის" ფარგლებში (V4+EaP), რომელიც 2011 წელს იქნა ინიცირებული ვიშეგრადის ჯგუფის მთავრობების მიერ  „აღმოსავლეთ პარტნიორობის" ქვეყნებთან თანამშრომლობის გასააქტიურებლად.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics