|
2016-05-03 16:36:36, 618 ნახვა
საზოგადოება
გიორგი მარგველაშვილი ჟურნალისტებს თავისუფალი პრესის მსოფლიო დღეს ულოცავს
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ჟურნალისტებს თავისუფალი პრესის მსოფლიო დღეს ულოცავს. „დღეს კიდევ ერთხელ ვაცნობიერებთ ქვეყნის განვითარებისათვის პრესის თავისუფლების ფუძემდებლურ მნიშვნელობას, პლურალისტური, დამოუკიდებელი მედიის როლს ადამიანის უფლებათა დაცულობის, დემოკრატიის გაძლიერებისთვის. ჟურნალისტთა კორპუსს „მეოთხე ხელისუფლებას“ უწოდებენ არა მხოლოდ საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე დიდი გავლენის გამო, არამედ უპირატესად იმიტომ, რომ მათი საქმიანობის გარეშე შუძლებელია სახელმწიფოს ეფექტური ფუნქციონირება", - აღნიშნულია პრეზიდენტის მილოცვაში. პრეზიდენტის მილოცვაში განსაკუთრებით აღნიშნულია, რეგიონული მედიის ფუნქცია ქართული პოლიტიკური და საზოგადოებრივი კულტურის ჩამოყალიბების პროცესში. „ძლიერი, ეფექტური, კვალიფიციური რეგიონული ჟურნალისტიკის გარეშე წარმოუდგენელია ქვეყნის განვითარება. იმ ჟურნალისტებს, ვინც რეგიონებში ამკვიდრებენ თავისუფალი მედიისა და პროფესიული ჟურნალისტიკის ფასეულობებს, თითოეული ადამიანისთვის ხელმისაწვდომს ხდიან ინფორმაციას, დიდი და საპასუხისმგებლო საზოგადოებრივ როლი აკისრიათ. ყოველი ხელისუფლების, თითოული სახელმწიფო მოხელის მოვალეობაა ამ ძალისხმევის თანადგომა, გამოხატვის თავისუფლების დაცვა, მედიის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა", - ნათქვამია მილოცვაში.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)