|
2016-04-29 12:01:52, 578 ნახვა
საზოგადოება
IRI-ს კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმეტესობა „რუსთავი 2“-ს უყურებს
საერთაშორისო რესპუბლიკური ინტიტუტის (IRI) კვლევების ანალიზის ცენტრის მიერ გამოქვეყნებული ახალი გამოკითხვის თანახმად, გამოკითხულთა უმეტესობა - 80% „რუსთავი 2“-ს უყურებს, საინფორმაციო გამოშვებებიდან მოსახლეობის უმრავლესობა 48% „კურიერს“ ენდობა, პოლიტიკური თოქშოუებიდან კი ყველაზე მაღალი მოწონებით ასევე „რუსთავი 2“-ის თოქშოუ „არჩევანი“ სარგებლობს, რომელსაც მაყურებელთა 48% უყურებს. კერძოდ ეს მონაცემები ასე გამოიყურება: გამოკითხულთა 80% ტელევიზიებს შორის რეგულარულად უყურებს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს, 78% - „იმედს“, 45% - „მაესტროს“, 19% - საზოგადოებრივ მაუწყებელს, 14% - GDS-ს, 11% - „ობიექტივს“. რაც შეეხება საინფორმაციო გამოშვებებს. გამოკითხულთა 48% ყველაზე მეტად ენდობა „კურიერს“, 21% -„ქრონიკას“, 7% - „მაესტროს“ ახალ ამბებს. რაც შეეხება პოლიტიკურ თოქ-შოუებს. ყველაზე ხშირად გამოკითხული რესპონდენტები „არჩევანს“ უყურებენ - 48%, „პოლიტიკას“ - 11%, 2% კი, „საღამოს თოქ შოუს“, „ობიექტივზე“. გამოკითხვა 12 მარტიდან 2 აპრილის ჩათვლით, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით ჩატარდა, აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის გარდა, საქართველოს ყველა დანარჩენ რეგიონში. სულ 1 500 რესპონდენტი გამოიკითხა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)