|
2016-04-29 10:47:20, 335 ნახვა
პოლიტიკა
დავით ბაქრაძემ შვედეთის სამეფოში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, რამდენიმე ოფიციალური შეხვედრა გამართა
27-28 აპრილს, შვედეთის სამეფოში, ქ.სტოკჰოლმში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ ორმხრივი შეხვედრები გამართა იუსტიციის სამინისტროს იუსტიციის და მიგრაციის მინისტრთან მორგან იოჰანსონთან, საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანთან ანიკა სოდერთან და შვედეთის სამეფოს იუსტიციის სამინისტროს შინაგან საქმეთა მინისტრის სახელმწიფო მდივანთან ანნ ლინდესთან. სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, შეხვედრებზე დიდი ყურადღება დაეთმო „აღმოსავლეთ პარტნიორობის" ინიციატივას, საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შეთანხმების მნიშვნელობას და მის წარმატებულ იმპლემენტაციას, DCFTA-ის ჩათვლით; პარლამენტში გამართულ შეხვედრებზე საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები, მათ შორის მოახლოვებული არჩევნებისათვის მზადების პროცესი განიხილეს; საუბარი, ასევე, შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებას, რეგიონში მიმდინარე პროცესებსა და არსებულ გამოწვევებს. შვედეთის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაადასტურეს როგორც საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, ისე ევროპული მისწრაფებებისადმი მტკიცე მხარდაჭერა და გამოხატეს მზაობა საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების კიდევ უფრო განმტკიცებისა და ევროინტეგრაციის პრეცესში ხელშეწყობის თაობაზე. „შვედეთი საქართველოს მუდმივი მხარდამჭერია, როდესაც საკითხი ეხება მნიშვნელოვან რეფორმებს, დემოკრატიზაციის, ადამიანის უფლებების, კანონის უზენაესობის კუთხით.შვედეთი პოლიტიკურ მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს და სრულად ესმის ვიზალიბერალიზაციის მნიშვნელობა ქვეყნისათვის.საუბარი ვიზიტის დროს შეეხო იმ გამოწვევებს, რომელიც აქვს რეგიონს, იმ შესაძლებლობებს, რომელსაც საქართველოს მთავრობა სთავაზობს ახალი რეფორმების გზით მოსახლეობას.“-აღნიშნა სახელმწიფო მინისტრმა. 27 აპრილს, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში დავით ბაქრაძე შვედეთის თავდაცვის მინისტრს პიტერ ჰულტკვისტს შეხვდა. სამუშაო ლანჩზე მხარეებმა თავდაცვის სფეროში საქართველოსა და შვედეთს შორის არსებული თანამშრომლობის საკითხებსა და ურთიერთობის სამომავლო პერსპექტივებზე იმსჯელეს. საუბარი შეეხო საქართველოს ნატოში ინტეგრაციის საკითხებსა და რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებულ ვითარებასაც. შეხვედრები, ასევე, გაიმართა შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის მინისტრის სახელმწიფო მდივან ულრიკა მოდერთან, საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (SIDA)ევროპისა და ლათინური ამერიკის ქვეყნებთან თანამშრომლობის დეპარტამენტის დირექტორთან ელსა ჰოსტადთან და აღმოსავლეთ ევროპის განყოფილების უფროს მირია პეტერსონთან. სახელმწიფო მინისტრმა, ასევე, ხაზი გაუსვა სტრატეგიული კომუნიკაციის მნიშვნელობას, რომელიც მიმართულია საზოგადოებისათვის რეფორმებისა და ევროპული დახმარების შესახებ ინფორმაციის მიწოდებაზე. საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პერსპექტივაზე საუბრისას შვედური მხარის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ შვედეთი მტკიცედ განაგრძობს საქართველოს ევროპული ტრანსფორმაციის მხარდაჭერას. 28 აპრილს შვედეთის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტში ინგლისურენოვანი კრებულის „საქართველოს ევროპული გზები“ პრეზენტაცია გაიმართა. კრებულის პრეზენტაცია შვედეთის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტში გამართული დისკუსიის „საქართველოს ევროპული ამბიციები და გამოწვევები“ ფარგლებში ჩატარდა. ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის აქტუალურ საკითხებზე, რეგიონში არსებულ გამოწვევებზე, საქართველოს წარმატებული მაგალითის მნიშვნელობაზე ღონისძიების მონაწილეების წინაშე სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ ისაუბრა. მოწვეულ სტუმრებს კრებულის „საქართველოს ევროპული გზები“ მწერალმა და წიგნის რედაქტორმა ზურაბ ქარუმიძემ წარუდგინა, რომელმაც დეტალურად ისაუბრა ევროპული და ქართული კულტურის ისტორიულ პარალელებზე, ასევე, პოლიტიკურ-კულტურულ პერსპექტივებზე გაამახვილა ყურადღება. ღონისძიებაში შვედეთის სხვადასხვა კვლევითი ინსტიტუტების, სტოკჰოლმში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და მედიის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. საქართველოს შესახებ გამართული პრეზენტაციის დასასრულს სახელმწიფო მინისტრმა და მწერალმა ზურაბ ქარუმიძემ დისკუსიის მონაწილეების შეკითხვებსაც უპასუხეს.
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)