2016-04-28 17:16:07, 813 ნახვა
სამართალი
ადგილობრივი საბჭოების გადაწყვეტილებით, 105 მსჯავრდებული გათავისუფლდა
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭოების გადაწყვეტილებით, პირობით ვადამდე 105 მსჯავრდებული გათავისუფლდა.
სასჯელაღსრულების სამინისტროს ინფორმაციით, გათავისუფლებულთაგან 5 ქალია, ხოლო ერთი არასრულწლოვანი.
„ადგილობრივმა საბჭოებმა მიმდინარე წლის აპრილის თვეში სულ 1000-მდე მსჯავრდებულის საკითხი განიხილეს. განხილვისას შეფასება რამდენიმე კრიტერიუმით ხდება. მათ შორისაა ჩადენილი დანაშაულის ხასიათი; მსჯავრდებულის ქცევა სასჯელის მოხდის პერიოდში; მის მიერ წარსულში დანაშაულის ჩადენის ფაქტები, ნასამართლობა; ოჯახური პირობები; ასევე, მსჯავრდებულის დამოკიდებულება ჩადენილი დანაშაულის მიმართ”, - ნათქვამია სასჯელაღსრულების სამინისტროს განცხადებაში.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან