21:33 - 21 Jul, 2026
|
2015-01-08 11:36:26, 4794 ნახვა
სამართალი
ნინოწმინდაში 50-წლამდე მამაკაცი გაყინული იპოვეს
6 იანვარს ღამის საათებში 50-წლამდე მამაკაცი გაყინული იპოვეს. როგორც „ექსპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, უამინდობის დროს, მამაკაცი სახლიდან ნასვამ მდგომარეობაში გავიდა და აღარ დაბრუნებულა, რის შემდეგაც ოჯახმა 112-ში დარეკა. შსს-ს ცნობით, მაშველებისა და სამართალდამცველების რამდენიმე საათიანი ძებნის შემდეგ, 50 წლამდე მამაკაცი გაყინული იპოვეს და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. უწყებაში განმარტავენ, რომ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს, მამაკაცი თოვლში ჩარჩენილი იპოვეს და არა გაყინული, სიმართლეს არ შეესაბამება.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)