|
2016-04-28 15:09:58, 567 ნახვა
საზოგადოება
ოთარ დანელია ევროკავშირის წარმომადგენლობის სოფლის მეურნეობის ახალ ატაშეს, ქრისტინა კასელას შეხვდა
სოფლის მეურნეობის მინისტრს, ოთარ დანელიას საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, იანოშ ჰერმანმა ევროკავშირის წარმომადგენლობის სოფლის მეურნეობის ახალი ატაშე, ქრისტინა კასელა წარუდგინა. როგორც „ექსპრესნიუსს“ სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე მინისტრმა სახელმწიფოსთვის აგრარული დარგის პრიორიტეტულობის საკითხზე, სამინისტროს მიერ განხორციელებულ და დაგეგმილ პროგრამებზე ისაუბრა და ყურადღება სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგია 2015-2020 წლებზე გაამახვილა. უწყების ინფორმაციით, მინისტრმა დეტალურად ისაუბრა ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) მნიშვნელობისა და აღნიშნული შეთანხმების ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მიმდინარეობის საკითხებზე. „ENPARD 1-ის (ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის) ფარგლებში ევროკავშირის მიერ 52 მლნ ევრო გამოიყო, რომელიც სოფლის მეურნეობის დარგის განვითარებას მოხმარდა. სახელმწიფოს ძალისხმევითა და პარტნიორ ორგანიზაციებთან აქტიური თანამშრომლობით, შესრულდა ნაკისრი ვალდებულებები, რასაც ENPARD 2 ფაზის დაწყება მოჰყვა, რაც დარგში დამატებით 50 მლნ ევროს კონტრიბუციას გულისხმობს. ყოველივე ზემოაღნიშნულისთვის, მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობას და წევრი ქვეყნის მთავრობებს“, - განაცხადა ოთარ დანელიამ. როგორც ევროკავშირის ელჩმა, იანოშ ჰერმანმა შეხვედრაზე აღნიშნა, ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოში სოფლის მეურნეობის დარგის თანმიმდევრულ განვითარებას. ელჩის განცხადებით, ევროკავშირი გამოთქვამს მზადყოფნას, აქტიური მონაწილეობა მიიღოს საინფორმაციო კამპანიის წარმოებაში, რათა თითოეულ გლეხთან და ფერმერთან მიტანილ იქნეს იმ სიკეთეების შესახებ, რასაც ასოცირების შესახებ შეთანხმება მოუტანს საქართველოს. შეხვედრას მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ხატია წილოსანი ესწრებოდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)