|
2016-04-28 14:20:45, 525 ნახვა
საზოგადოება
მარნეულში სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორია საერთაშორისო სტანდარტებით აღიჭურვა
სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, იური ნოზაძე საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან, ნიკოლას ბერლინერთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად სოფლის მეურნეობის სამინისტროს მარნეულის რეგიონულ ლაბორატორიას ეწვია. როგორც „ექსპრესნიუსს“ სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, აშშ-ის თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს (DTRA) მიერ ერთობლივი ბიოლოგიური თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით 11 ლაბორატორიის შენობა განახლდა და საერთაშორისო დონის აპარატურითა და სადიაგნოსტიკო საშუალებებით აღიჭურვა. მარნეულის ლაბორატორია წარმოადგენს ბოლო ობიექტს, სადაც აშშ-ის თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტომ აღდგენა-აღჭურვის სამუშაოები განახორციელა. უწყების ცნობით, აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ლაბორატორიაში დასრულებული სამუშაოები შეაჯამა და რეგიონში მსგავსი დონის ლაბორატორიის ფუნქციონირების მნიშვნელობაზე ისაუბრა. აშშ-სა და საქართველოს მთავრობებს შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, 2006 წელს ლაბორატორიის ნაწილი გარემონტდა და თანამედროვე აპარატურით განახლდა, ხოლო 2015 წელს აშენდა ახალი შენობა და აღიჭურვა თანამედროვე მატერიალურ-ტექნიკური ბაზით, რის შედეგადაც, ლაბორატორია ბიოუსაფრთხოების მეორე დონის შესაბამისი გახდა. მარნეულის რეგიონულ ლაბორატორიაში დანერგილია ISO 9001-2008 ხარისხის მართვის სისტემა. პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლებაში დიდი წვლილი შეიტანა ბიოუსაფრთხოების პროგრამის ფარგლებში ჩატარებულმა სისტემატურმა სწავლებებმა. 2016 წლის თებერვალში, საერთაშორისო აღიარების მქონე მააკრედიტებელი ორგანოს (ANAB) მიერ მარნეულის ლაბორატორიას ISO 17025 სტანდარტზე მიენიჭა აკრედიტაცია, რაც საერთაშორისოდ აღიარებულს ხდის ჩატარებული გამოკვლევის შედეგებს. საქართველოში სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოების თვალსაზრისით, ქვემო ქართლი ერთ-ერთი ყველაზე აქტიური რეგიონია. წარმოებაში ერთ-ერთი წამყვანი დარგი მეცხოველეობაა, შესაბამისად, მნიშვნელოვანია ცხოველების ჯანმრთელობის მუდმივი კონტროლი. ლაბორატორიაში განსაკუთრებით საშიში პათოგენით გამოწვეული ცხოველთა დაავადებების, ასევე ბრუცელოზის, ჯილეხის, მასტიტის, ნიუკასლისა და სხვა დაავადებების დიაგნოსტიკა ხორციელდება. 2016 წლის I კვარტალში ლაბორატორიამ 24 933 ნიმუში გამოიკვლია. ლაბორატორია ქვემო ქართლის 7 მუნიციპალიტეტს (მარნეული, წალკა, დმანისი, თეთრიწყარო, ბოლნისი, გარდაბანი და რუსთავი) ემსახურება. ასევე, შესაძლებლობა აქვს სასაზღვრო პუნქტების, კერძოდ, ვახტანგისის, წითელი ხიდის, სადახლოსა და გუგუთის ტერიტორიაზე განსაკუთრებით საშიში პათოგენით გამოწვეული ცხოველების დაავდების გავრცელების რისკის მომენტში, ლაბორატორიული კვლევების კომპონენტში მიიღოს მონაწილეობა. მარნეულის რეგიონული ლაბორატორია საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილემ, კახაბერ გუგეშაშვილმა, მარნეულის მუნიციპალიტეტის წევრებმა და გამგებელმა, მერაბ თოფჩიშვილმა დაათვალიერეს.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)