|
2016-04-27 21:36:15, 512 ნახვა
საზოგადოება
სასჯელაღსრულების N8 დაწესებულებაში პოეზიის საღამო გაიმართა
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N 8 პენიტენციურ დაწესებულებას მწერალთა კავშირის წარმომადგენლები ესტუმრნენ და პოეზიის საღამო გამართეს. შეხვედრაზე მწერლებმა ია სულებერიძემ და ბადრი ქუთათელაძემ საკუთარი ლექსები წაიკითხეს. ღონისძიებაზე მსჯავრდებულებმა/ბრალდებულებმა საკუთარი ლექსები წაიკითხეს და პოეზიის შესახებაც ისაუბრეს. „ძალიან საინტერესო შეხვედრა იყო. ეს იყო კონტაქტი პოეტებს შორის. აქ რამდენიმე ლექსი მოვისმინე, რომელიც მაღალ პროფესიულ დონეზე შესრულდა. სასიამოვნოდ გაოცებული დავრჩი. ჩვენ ერთმანეთს გავუზიარეთ ლექსები როგორც კოლეგებმა.“ -განაცხადა ია სულაბერიძემ. მსჯავრდებულებმა მწერალთა კავშირის წევრებს შეხვედრისთვის მადლობა გადაუხადეს და აღნიშნეს რომ მსგავსი შეხვედრები მათთვის მნიშვნელოვანია. „დღევანდელი შეხვედრით კმაყოფილი ვარ. მოვისმინე ძალიან ნიჭიერი ხალხის მიერ დაწერილი საინტერესო ლექსები. ადამიანი, რომელიც ჩაკეტილია ერთ სივრცეში, ფიქრისთვის უფრო მეტი დრო ეძლევა. აქედან გამომდინარე ის თავის დასკვნებს წერს ფურცელზე და გადმოაქვს ლექსის, მოთხრობის სახით“ - განაცხადა მსჯავრდებულმა. შეხვედრის ბოლოს მწერალთა კავშირის წევრებმა ია სულაბერიძემ და ბადრი ქუთათელაძემ დაწესებულების ბიბლიოთეკას საავტორო წიგნები გადასცეს. შეხვედრა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ინიციატივით, მსჯავრდებულების რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის ფარგლებში, ჩატარდა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)