05:46 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-27 21:17:11, 364 ნახვა

პოლიტიკა
თინათინ ხიდაშელი: გერმანია საქართველოს უმნიშვნელოვანესი პარტნიორია

საქართველოს თავდაცვის მინისტრი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროში ფედერალური კანცლერის მრჩევლის მოადგილეს, კანცლერის სამსახურის უსაფრთხოების, საგარეო და განვითარების პოლიტიკის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეს იოხიმ ბერტელეს შეხვდა. საუბრის ძირითადი თემა საქართველოს ნატოში ინტეგრაცია და მოახლოებული ვარშავის სამიტი იყო, მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს საქართველოსა და ევროკავშირს შორის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის საკითხზეც.

„გერმანიის თავდაცვის სამინისტროში და კანცლერის ოფისში ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრები გვქონდა. ამ ვიზიტის ამოცანაა, რაც შეიძლება მაქსიმალურად მუშა მდგომარეობაში, დეტალურად გავიაროთ ის მოლოდინები, სამოქმედო გეგმა, რომელიც გვინდა, რომ საქართველომ ნატოს სამიტისგან მიიღოს. გერმანია საქართველოს უმნიშვნელოვანესი პარტნიორია, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მხარდამჭერი და მეგობარი. ამიტომ, გერმანიის პოზიცია პრინციპულად გადამწყვეტია ამ გზაზე. შესაბამისად, ჩვენ ორი დღის განმავლობაში ინტენსიურად ვმართავთ შეხვედრებს როგორც პოლიტიკური წრეების წარმომადგენლებთან - დეპუტატებთან, პარლამენტის ხელმძღვანელებთან, ასევე აღმასრულებელ ხელისუფლებასთან, რათა, რაც შეიძლება მაქსიმალურად დავაახლოვოთ ჩვენი ხედვები იმ შედეგებთან დაკავშირებით, რასაც ველოდებით ვარშავიდან“, - განაცხადა თინათინ ხიდაშელმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.

კანცლერის ოფისში შეხვედრით თინათინ ხიდაშელმა გერმანიაში ვიზიტი დაასრულა, სადაც საქართველოს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი ქართულ-გერმანულ სტრატეგიულ ფორუმს ესწრებოდა.

გერმანიაში ვიზიტის ფარგლებში თავდაცვის მინისტრი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრის მოადგილეს რალფ ბრაუკსიპეს, კონრად ადენაუერის ფონდის გენერალურ მდივანს მიხაელ თილენს და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ბუნდესტაგის წარმომადგენლებს შეხვდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics