|
2016-04-27 17:57:49, 579 ნახვა
საზოგადოება
"გავხადოთ ჩვენი გზა უსაფრთხო!" - "ვისოლი" უსაფრთხო მგზავრობის ცნობიერების ამაღლების კამპანიაში ჩაერთო
ავტობანის გორის მონაკვეთზე მდებარე "ვისოლის" დასვენებისა და მომსახურების კომპლექსის ტერიტორიაზე "ვისოლმა" "გავხადოთ ჩვენი გზა უსაფრთხო!" კამპანიის ფარგლებში, საზოგადოებისთვის ცნობილ სახეებთან ერთად, მძღოლებს უსაფრთხო მგზავრობისკენ სიმბოლური სატესტო გარბენებით მოუწოდა. აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის პერიოდში საქართველოს რეგიონებისკენ მოძრაობა განსაკუთრებულად აქტიურია, შესაბამისად, იმისათვის, რომ მძღოლებმა ოჯახის წევრებთან და ნათესავებთან ერთად ბედნიერად აღნიშნონ დღესასწაული, დავით ქაცარავამ, გოგა ჩანადირმა, ლიზა ვადაჭკორიამ და სხვა ცნობილმა ადამიანებმა, მათ უსაფრთხო მგზავრობის წესები გააცნეს და ბედნიერი მგზავრობა უსურვეს. ""ვისოლი" მოხარულია, იყოს ყველა იმ ინიციატივის, თუ კამპანიის მხარდამჭერი, რომელიც უსაფრთხო მგზავრობისკენ მოუწოდებს მძღოლებს. შესაბამისად, დღევანდელი აქციით გვსურს, ყველა მძღოლს მივანიშნოთ, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია უსაფრთხოების წესების დაცვა, მშვიდობიანი მგზავრობა ვუსურვოთ მათ და წინასწარ მივულოცოთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული",-განაცხადა "ვისოლის" გენერალურმა დირექტორმა ვასილ ხორავამ. საინფორმაციო კამპანიის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა "ვისოლ ჯგუფის" საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მენეჯერმა რუსუდან კბილაშვილმაც: "მოგეხსენებათ, სააღდგომო პერიოდში განსაკუთრებით აქტიურია მოგზაურობა რეგიონებისკენ. შესაბამისად, ჩვენი დასვენებისა და მომსახურების კომპლექსი ავტობანის გორის მონაკვეთზე მასპინძლობს უსაფრთხო მგზავრობის წამახალისებელ საინფორმაციო კამპანიას, რომელშიც ცნობილი სახეებიც ჩაერთნენ. ჩვენ ერთად გვსურს გავხადოთ გზა უსაფრთხო",-აღნიშნა რუსუდან კბილაშვილმა. კამპანია "გავხადოთ ჩენი გზა უსაფრთხო!" საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინიციატივით ხორციელდება. "დღეს კამპანია აქტიურ ფაზაში გადავიდა. ჩვენ ვაშენებთ გამართულ ინფრასტრუქტურას, ავტომაგისტრალის მშენებლობა საკმაოდ აქტიურ ფაზაშია და შესაბამისად, გვიწევს უსაფრთხოების სტანდარტების ამაღლება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენი მესიჯით "გავხადოთ გზა უსაფრთხო" ვცდილობთ, ავამაღლოთ საზოგადოების ცნობიერება და საგზაო მოძრაობის წესები ყველას გავაცნოთ",-განაცხადა საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენელმა ირაკლი ყიფიანმა. პროექტის ფინანსური მხარდამჭერი მსოფლიო ბანკია, ხოლო კამპანიის პოპულარიზაციაზე არასამთავრობო ორგანიზაცია -ფონდი "პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის" ზრუნავს. კამპანიის მიზანი, გზის მომხმარებლის ჩართულობით, საგზაო უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების მიღწევაა. კერძოდ: E-60 თბილისი-ფოთის მაგისტრალზე საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების შემცირება: სიჩქარის გადაჭარბების, არასწორი მანევრირების, უყურადღებოდ მართვის, მანქანის გადაღლილ და ნასვამ მდგომარეობაში მართვის შემთხვევების შემცირება; მაგისტრალზე დასახლებულ ადგილებსა და ავტობუსის გაჩერებებთან, ასევე მიმდებარედ მცხოვრები ქვეითებისთვის უსაფრთხო გადაადგილების მიღწევა. აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის აღსანიშნავად, უსაფრთხო მგზავრობის მოწოდებასთან ერთად, "ვისოლი" თბილისის ავტოგასამართ სადგურებზე მისულ ყველა მომხმარებელს საჩუქარს ჰპირდება, "უნიქარდის" მფლობელებს 27 პრილიდან 3 მაისის ჩათვლით, გაორმაგებული ქულები ელით, "ვისოლ ქარდის" მფლობელები კი, საწვავის შესყიდვისას, გაორმაგებული ფასდაკლებით ისარგებლებენ.
(R)
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)