|
2015-02-22 16:34:38, 3804 ნახვა
კომენტარი
ალექსანდრე ჩიტიშვილი: პოლიტიკურ ბრძოლაში წელს ქვევით დარტყმა მივიღეთ, თუმცა საპასუხო დარტყმასაც მიიღებენ
"პოლიტიკურ ბრძოლაში წელს ქვევით დარტყმა მივიღეთ, რადგან ჩვენებმა გვიღალატეს, თუმცა საპასუხო დარტყმასაც მიიღებენ",-ამის შესახებ აჭარის უმაღლესი საბჭოს საფინანსო და ეკონომიკურ საკითხთა კომისიის ყოფილმა ხელმძღვანელ ალექსანდრე ჩიტიშვილმა კოალიქცია "ქართული ცონების" ცენტრალურ ოფისთან ჟურნალისტებს განუცხადა, სადაც პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს. "პრემიერთან ყოველთვის გვაქვს ხოლმე დაგეგმილი შეხვედრები. ეს არის სამუშაო შეხვედრა. აჭარის უმაღლეს საბჭოში განვითარებული მოვლენებიც განიხილება. ეს არის პოლიტიკური ბრძოლა, დემოკრატიის ნიშნებია. ჩვენ მივიღეთ პოლიტიკურ ბრძოლაში დარტყმა, მაგრამ ეს იყო დარტყმა წელს ქვევით, რადგან ჩვენებმა გვიღალატეს. მიიღებენ საპასუხო დარტყმასაც",-განაცხადა ალექსანდრე ჩიტიშვილმა. შეგახსენებთ, ოპოზიციამ აჭარის უმაღლესი საბჭოს ვიცე-სპიკერი, დავით ბაციკაძე გადააყენა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)