04:56 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-27 14:58:15, 357 ნახვა

პოლიტიკა
საქართველოს-გერმანიას შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება გაფორმდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი გერმანიაში ვიზიტს განაგრძობს.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, უწყების ხელმძღვანელი ბერლინში რიგით მე-5 ქართულ-გერმანულ სტრატეგიული ფორუმის ფარგლებში ორმხრივ შეხვედრებს მართავს. თინა ხიდაშელს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ რალფ ბრაუკსიპემ გერმანიის თავდაცვის სამინისტროში უმასპინძლა.

შეხვედრაზე გერმანიასა და საქართველოს შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საერთაშორისო მისიებში საქართველოს მონაწილეობაზე. თავდაცვის მინისტრმა რალფ ბრაუკსიპეს საქართველოს მიერ ნატოში ინტეგრაციის გზაზე განხორციელებული რეფორმები, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის პროცესი და ვარშავის სამიტზე საქართველოს მოლოდინები  გააცნო.  

შეხვედრის დასრულების შემდეგ გერმანიასა და საქართველოს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება გაფორმდა.   

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გერმანიის თავდაცვის სამინისტროში ხელი მოვაწერეთ ორმხრივ ხელშეკრულებას საქართველო-გერმანიის თანამშრომლობის შესახებ უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში. ბუნებრივია, ასეთი ხელშეკრულებები ხელს უწყობს უკვე ძალიან წარმატებული ურთიერთობების თვისობრივად კიდევ უფრო ახალ ეტაპზე გადაყვანას, კიდევ უფრო ინტენსიურ ურთიერთობებს, უფრო მეტ სწავლებას, უფრო მეტ თავდაცვისუნარიანობის ამაღლებას ჩვენი შეიარაღებული ძალებისთვის და მთლიანად სახელმწიფოსთვის.  ასეთი ვიზიტები ბევრ ქვეყანაში გვექნება სწორედ იმ მიზნით, რომ რაც შეიძლება მაქსიმალურად დავაახლოვოთ ჩვენი მოლოდინები - ქართული მხარის და ჩვენი პარტნიორების, ნატოს წევრი ქვეყნების მოლოდინები ვარშავის სამიტიდან, შევთანხმდეთ ერთიან დოკუმენტზე, ერთიან შედეგებზე  და ასე ერთობლივად წარვსდგეთ სამიტის წინაშე“, - განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.

ვიზიტის ფარგლებში თავდაცვის მინისტრი კონრად ადენაუერის ფონდის გენერალურ მდივანს მიხაელ თილენს, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ბუნდესტაგის პრეზიდენტის მოადგილეს იოჰანეს ზინგჰამერს  და მმართველი სოციალ-დემოკრატიული პარტიის თავდაცვის პოლიტიკურ სპიკერს, ბუნდესტაგის თავდაცვის კომიტეტის წევრ რაინერ არნოლდს შეხვდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics