|
2016-04-27 11:03:44, 516 ნახვა
საზოგადოება
„ნარმანიას არ მივცემთ საშუალება რომ ივანიშვილის ახირებების ბრმა შემსრულებელი გახდეს“ – „ნაცმოძრაობა“ პერმანენტულ აქციებს იწყებს
„აქცია მიიღებს პერმანენტულ სახეს, იმისთვის რომ ნარმანიას არ მიეცეს საშუალება იყოს ივანიშვილის ახირებების ბრმა შემსრულებელი“, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საკრებულო წევრმა, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა ირაკლი აბესაძემ განუცხადა. დეპუტატის განცხადებით, საკრებულოში დღეს უნდა განხილილიყო გენერალური გეგმის ექვსთვიანი შედეგები რომელსაც თბილისის მერი უნდა დასწრებოდა. აღნიშნული შეხვედრა გადაიდო. „ჩვენ ავედით დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე და მათ პასუხები არ აქვთ არაფერზე. რა პასუხებიც ჰქონდათ ის საზოგადოებამ გუშინ უკვე მოისმინა. თბილისის მერი საზოგადოებასაც და საკუთარ თავსაც ემალება. აქცია კიდევ გაგრძელდება და პერმანენტულ სახეს მიიღებს და გახდება მრავალრიცხოვანი იმისთვის, რომ ნარმანიას არ მიეცეს საშუალება იყოს ბიძინა ივანიშვილის ახირებების ბრმა შემსრულებელი“, - განაცხადა ირაკლი აბესაძემ. ამ დროისთვის მერიასთან აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები ბოტანიკური ბაღის ტერიტორიის გასხვისებას აპროტესტებენ, არსებული ინფორმაციით ეს ტერიტორია ბიძინა ივანიშვილის საკუთრებაში გადავიდა. ამ ეტაპზე აქციაზე მშვიდი ვითარებაა. მობილიზებულია საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)