|
2016-04-27 10:52:16, 577 ნახვა
საზოგადოება
სადახლოს საზოგადოებრივ ცენტრს პუბლიცისტი და მთარგმნელი ოქტაი ქაზუმოვი ეწვია
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ ინიციატივით, სადახლოს საზოგადოებრივ ცენტრს ლიტერატორი, მთარგმნელი და პუბლიცისტი ოქტაი ქაზუმოვი ეწვია. შეხვედრას 35 ადგილობრივი ახალგაზრდა დაესწრო. სტუმარმა ძირითადი დრო დაუთმო მშობლიურ და შესწავლილ ენებს, სახელმწიფო ენისა და უცხო ენის სწავლების მნიშვნელობას. ოქტაი ქაზუმოვმა სახელმწიფო ენის მაღალ დონეზე ცოდნა განიხილა, როგორც კარიერული და პიროვნული წარმატების საწინდარი; ისაუბრა ქართულიდან აზერბაიჯანულ ენაზე მთარგმენლობითი საქმიანობის შესახებაც. შეხვედრა, რომელიც განათლებისა და წიგნის მნიშვნელობას დაეთმო, ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა. ოქტაი ქაზუმოვს თარგმნილი აქვს ქართული ლიტერატურული ნაწარმოებები აზერბაიჯანულად და აზერბაიჯანული პოეზია ქართულად, არის ავტორი პუბლიცისტური კრებულის. აღსანიშნავია, რომ სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ ახალგაზრდული პროგრამების ფარგლებში, საზოგადოებრივ ცენტრებში ცნობილი ადამიანების ვიზიტები და შემეცნებითი შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება. სხვადასხვა სოფლის მოსახლეობას ექნება მსგავს შეხვედრებში მონაწილეობის მიღების საშუალება. საზოგადოებრივი ცენტრების განვითარება საქართველოში იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ერთ-ერთი ინიციატივაა, რომელიც ევროკავშირის ფინანსური დახმარებით ხორციელდება. ცენტრების მიზანია მოსახლეობისთვის სახელმწიფო სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და სოფლის განვითარებისთვის შესაბამისი გარემოს შექმნა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)