|
2016-04-27 10:47:12, 568 ნახვა
საზოგადოება
ბოტანიკური ბაღის ტერიტორიის გასხვისების საკითხზე თბილისის მერიაში დაპირისპირება მოხდა
დედაქალაქის საკრებულოს ოპოზიციონერ დეპუტატებსა და თბილისის მთავრობის წევრებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საკრებულოს წევრმა „ნაციონალური მოძრაობიდან“ ირაკლი ნადირაძემ განუცხადა. მისი შეფასებით, თბილისის მერიამ სტრატეგიად აგრესია აირჩია, რადგან მათ მოსახლეობისთვის სათქმელი არაფერი არ აქვთ. „გამომდინარე იქიდან რომ მერიას თბილისელებისთვის სათქმელი არაფერი აქვს მათ სტრტაეგიად აგრესია აირჩიეს. ჩვენს კითხვებზე მათი პასუხი არის აგრესია. იყო სიტყვიერი შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია დაპირისპირება საკრებულოს დეპუტატებს და თბილისის მთავრობის წევრებს შორის“, - განაცხადა ნადირაძემ. ამ დროისთვის მერიასთან აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები ბოტანიკური ბაღის ტერიტორიის გასხვისებას აპროტესტებენ, არსებული ინფორმაციით ეს ტერიტორია ბიძინა ივანიშვილის საკუთრებაში გადავიდა. ამ ეტაპზე აქციაზე მშვიდი ვითარებაა. მობილიზებულია საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)