|
2016-04-26 17:22:33, 591 ნახვა
საზოგადოება
N 17 პენიტენციური დაწესებულების მსჯავრდებულმა მორიგი მსოფლიო რეკორდი დაამყარა
N 17 პენიტენციური დაწესებულების მსჯავრდებულმა ჯ.ზ. ე.წ. ჩაჯდომების ვარჯიშში საკუთარი მსოფლიო რეკორდი უკვე მესამედ გააუმჯობესა და 60 წამში 94,1 კილოგრამიანი შტანგით 38 ჩაჯდომა შეასრულა. სასჯელაღსრულების სამინისტროს ინფორმაციით, სპორტული ღონისძიება საქართველოს რეკორდების ფედერაციის ორგანიზებითა და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელდა, რომელსაც დაწესებულების ადმინისტრაციის წარმომადგენლები და მსაჯები დაესწრნენ. რეკორდების ფედერაციის პრეზიდენტის დავით ბეგიაშვილის თქმით, ფედერაცია სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსთან თანამშრომლობას მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს. „მსჯავრდებული ჯ.ზ. მორიგი მსოფლიო რეკორდსმენი გახდა. მან ერთი წუთის განმავლობაში 94,1 კილოგრამიანი შტანგით 38 ჩაჯდომა შეასრულა. როგორც ვიცი, იგი კიდევ აპირებს ახალი რეკორდებისთვის მომზადებას და ჩვენ მაქსიმალურად ვეცდებით, ხელი შევუწყოთ და ახალი წარმატებების მიღწევაში დავეხმაროთ“, - განაცხადა დავით ბეგიაშვილმა. მსოფლიო რეკორდსმენმა მსჯავრდებულმა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. აღსანიშნავია, რომ მსჯავრდებულმა ჯ.ზ. პირველი მსოფლიო რეკორდი გასული წლის სექტემბერში დაამყარა, როდესაც ცალ ფეხზე, ერთი წუთის განმავლობაში 62 ჩაჯდომა შეასრულა, ხოლო მეორე რეკორდი 2015 წლის დეკემბერში როცა 93.7 კგ წონის შტანგით ერთი წუთის განმავლობაში 33 ჩაჯდომა შეასრულა. სპორტული ღონისძიების დასასრულს გადაწყდა რომ უახლოეს პერიოდში N17 პენიტენციურ პენიტენციური დაწესებულებაში ფილმის ჩვენება მოეწყობა, სადაც ასახულია, როგორც უცხოელთა, ასევე ქართველთა რეკორდები.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)