|
2016-04-26 15:29:50, 517 ნახვა
საზოგადოება
სტუდენტებმა აღსრულების ეროვნულ ბიუროში 5 დღიანი ტრენინგი გაიარეს
აღსრულების ეროვნული ბიუროსა და ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია - საქართველოს ორგანიზებით გამართული 5 დღიანი ტრენინგის მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ. ზოგადი კურსი აღსრულების სამართლის თეორიულ და პრაქტიკულ საკითხებში, საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის 20-მა სტუდენტმა 18-დან 22 აპრილამდე გაიარა. სტუდენტებმა მიიღეს ინფორმაცია აღსრულების ეროვნული ბიუროს საქმიანობის შესახებ. სემინარების ფარგლებში ისინი გაეცნენ საქართველოს სააღსრულებო სისტემას; აღსრულების ორგანოების სტრუქტურას, მათ სამართლებრივ სტატუსსა და კომპეტენციას; სააღსრულებო წარმოების მონაწილეებს და მათ სამართლებრივ მდგომარეობას; აღსრულების დაწყების სამართლებრივ საფუძვლებს; აღსრულების ეტაპებს; აღსრულების შედეგებს. გაიმართა დისკუსიები და განიხილეს რეალური შემთხვევები. მომავალი იურისტებმა მოისმინეს პრეზენტაციები აღსრულების ეროვნული ბიუროს სერვისების შესახებ, მათ შორის: მოვალეთა რეესტრი, ელექტრონული აღსრულება, ფაქტების კონსტანტაცია. პროექტის მიზანია სტუდენტებში აღსრულების ეროვნული ბიუროსა და სააღსრულებო სისტემის შესახებ ცნობადობის ამაღლება; სააღსრულებო საქმიანობის შესწავლის ინტერესისა და ინიციატივის დანერგვა. აღსრულების ეროვნული ბიურო სააღსრულებო სისტემის თემატიკაზე მომავალ იურისტებთან ტრენინგებს მომავალშიც განაგრძობს.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)