|
2016-04-26 13:04:22, 1037 ნახვა
რეგიონი
აჭარის დელეგაციის ვიზიტი ნიკოლაევში გრძელდება
აჭარის მთავრობის ოფიციალური ვიზიტი უკრაინაში, კერძოდ ნიკოლაევის ოლქში გრძელდება. აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, დღეს ბიზნეს-ფორუმი „ნიკოლაევი-ბათუმი" გაიმართა, სადაც აჭარის რეგიონის საინვესტიციო-ტურისტული პოტენციალის პრეზენტაცია გაკეთდა. რეგიონის ეკონომიკურ განვითარებასა და გამოწვევებზე მასპინძელი მხარის შეკითხვებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ პირადად უპასუხა. ანალოგიური პრეზენტაცია უკრაინული მხარის მიერაც იქნა წარმოდგენილი. გარდა ამისა, დღეს დილით, დელეგაციის წევრებმა ჩერნობილის ტრაგედიიდან 30 წლისთავის აღნიშვნის ცერემონიალში მიიღეს მონაწილეობა. ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება „ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ავარიის ლიკვიდატორთა გმირობის პარკში" გაიმართა. ვიზიტის ფარგლებში აჭარის მთავრობის დელეგაციამ მოინახულა საზღვაო პორტების ადმინისტრაციის ნიკოლაევის ფილიალი „დელტა-ლოცმანი". დღესვე, ნიკოლაევისა და ბათუმის საზღვაო პორტებს შორის გაფორმდება თანამშრომლობის მემორანდუმი. დღის მეორე ნახევარში, ბიზნეს-ფორუმის ფარგლებში, უკრაინელი და ქართველი ბიზნეს სექტორის წარმომადგენლების В2В შეხვედრა გაიმართება, რომლის დროსაც ბიზნესმენები ერთმანეთს კონკრეტულ შეთავაზებებს გააცნობენ. მოგვიანებით დაგეგმილია კულტურული ღონისძიებები და ნიკოლაევის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის მონახულება.
Axios: ვიტკოფი და კუშნერი ირანთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებში ბირთვული ექსპერტებს ჩართავენ
ევროკომისიამ რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემის გამკაცრების პირობა დადო
კრემლმა პუტინისა და გერმანიის ყოფილ კანცლერ შროდერის შეხვედრის შესახებ განაცხადა
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)