|
2016-04-25 18:43:18, 652 ნახვა
საზოგადოება
საქართველოში ეკო-დერეფანი პირველად მაღალმთიან აჭარაში მოეწყობა
აჭარის ა/რ მთავრობის აპარატში KFW-ს გარემოსდაცვითი პროგრამების ხელმძღვანელთან ანდრეას ვეიტცელთან და WWF-ის კავკასიის პროგრამის წარმომადგენელთან ნუგზარ ზაზანაშვილთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ნუგზარ სურმანიძე, აჭარის ა/რ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს უფროსი ვახტანგ წულაძე, აჭარის მთავრობის საერთაშორისო ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ხათუნა ნაყეური ესწრებოდნენ. შეხვედრაზე მაღალმთიან აჭარაში ეკო-დერეფნების მოწყობის შესახებ KFW-ს ახალი საპილოტე პროექტი განიხილეს. პროექტი ,,კავკასიის ეკო-დერეფანი" გრძელვადიანია და მოიცავს 10-წლიან პერიოდს. ეკო-დერეფნების პროექტის ბიუჯეტი საქართველოში დაახლოებით 2 მლნ.ევროს შეადგენს და გათვლილია ორმხრივ სარგებელზე: იგი ერთის მხრივ გააუმჯობესებს ადგილობრივი მოსახლეობის სოციო-ეკონომიკურ მდგომარეობას, მეორეს მხრივ კი ხელს შეუწყობს ეკო-სისტემის გაუმჯობესებას რეგიონში. პროექტი ითვალისწინებს შესაბამისი რესურსებით უზრუნველყოფას, ეკოლოგიური მიწათსარგებლობის პრაქტიკის ინიცირებასა და დანერგვას შერჩეული ეკოლოგიური დერეფნებისთვის საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში. პროექტის მიზანს წარმოადგენს, რომ აღნიშნული ეკო-დერეფნები რეგიონული ეკოლოგიური ქსელის განუყოფელი ნაწილი გახდეს. ამავდროულად პროგრამის მიზანია ტყის ფონდის დაარსება, რომელიც იქნება მდგრადი მიწათსარგებლობის პრაქტიკის დანერგვის ინსტრუმენტი ეკოლოგიურ დერეფნებში. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში ეკო-დერეფანი პირველად მაღალმთიან აჭარაში მოეწყობა. პროექტი ,,კავკასიის ეკო-დერეფანი" ბუნების დაცვის მსოფლიო ორგანიზაცია WWF-ის მიერ გერმანიის განვითარების ბანკის KFW მხარდაჭერით ხორციელდება.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)