|
2016-04-25 13:31:29, 535 ნახვა
საზოგადოება
გენერალური შტაბის უფროსი ტურნირში გამარჯვებულებს შეხვდა
საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა „სამსახურებრივ-საშტატო იარაღიდან სროლის“ ტურნირში გამარჯვებულებს უმასპინძლა. გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ სპორტული ღონისძიების მონაწილე პირად შემადგენლობას გამარჯვება მიულოცა და მათგან ტურნირის მსვლელობისა და შედეგების შესახებ ინფორმაცია მიიღო. სამხედრო მოსამსახურეებმა გენერალური შტაბის უფროსს მხარდაჭერისა და თანადგომისთვის მადლობა გადაუხადეს. საქართველოს სამსახურებრივ-გამოყენებითი სპორტის ფედერაციის ორგანიზებით გამართულ შეჯიბრებაში თავდაცვის სამინისტროს გუნდმა პირად-გუნდური პირველობა და, შესაბამისად, ტურნირის გარდამავალი თასი მოიპოვა. ტურნირისთვის, რომელშიც სახელმწიფო სტრუქტურების გუნდები მონაწილეობდნენ, საქართველოს შეიარაღებული ძალების საუკეთესო მსროლელები შეარჩიეს. ქართველ სამხედროებს სპორტული ღონისძიებების დაგეგმვისა და ფიზიკური მომზადების შეფასების სამმართველოს საცეცხლე მომზადების ინსტრუქტორი, მასტერ სერჟანტი ალექსი ტაბატაძე ხელმძღვანელობდა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)