03:29 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-25 12:04:17, 381 ნახვა

პოლიტიკა
ვოლსკი: საქართველოს ევროპულ ოჯახში ღირსეული ადგილი უნდა ეკავოს

არავითარი პრობლემა იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველომ მიიღოს ვიზალიბერალიზაციის რეჟიმი, არ არსებობს, - ამის შესახებ  საპარლალმენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

დეპუტატის თქმით, იმ უამრავი პრობლემის მიუხედავად, რომელიც პატარა ქვეყანას დაატყდა თავს, საქართველოს ღირსეული ადგილი უნდა ეკავოს ევროპულ ოჯახში.

“პოლიტიკური ევროპული ხელისუფლებების შეხედულება სწორედ ასეთია, მაგრამ მე აქცენტს გავაკეთებდი იმაზე, თუ რას წარმოადგენს საქართველო ახლა. ეს არის 21-ე საუკუნის განვითარებული ევროპული ქვეყანა, განვითარებული ხედვებით, პოლიტიკური სისტემით, სტაბილურობით.

ეს არ არის თემა, რომელიც უკავშირდება მხოლოდ საქართველოს სურვილს. ევროპული სურვილიც არის, რომ მათ რიგებს შეემატოს ქვეყანა, რომელიც ზუსტად იმსახურებს და პოლიტიკურადაც მნიშვნელოვანია ამ თვალსაზრისით", - განაცხადა გია ვოლსკიმ.

ცნობისთვის, ევროპის პარლამენტი საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის დაწესების საკითხის განხილვას დღეიდან იწყებს. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics