01:28 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-24 13:18:14, 623 ნახვა

საზოგადოება
პრეზიდენტი და პირველი ლედი პარიზში "ქართულ საღამოს" დაესწრნენ

საქართველოს პრეზიდენტი და პირველი ლედი პარიზის უძველეს უბანში მდებარე „სენ-ჟერმენის აუდიტორიაში", რომელიც პარიზის მერიის დაქვემდებარებაში მყოფ კულტურულ დაწესებულებას წარმოადგენს, გამოფენა "ძველი საქართველო" დაათვალიერეს, საფრანგეთში ფართო პუბლიკის წინაშე პირველად იქნა წარმოდგენილი მე-19 საუკუნის ფრანგი მოგზაურების მიერ საქართველოში გადაღებული ფოტოები.

გიორგი მარგველაშვილი და მაკა ჩიჩუა ასევე დაესწრნენ კონცერტის რეპეტიციას, სადაც საფრანგეთში მცხოვრებმა ქართული დიასპორის პატარა წარმომადგრნლებმა ხალხური სიმღერები და ცეკვები შეასრულეს.

„ქართული საღამო"  პარიზში, „ქართველთა კულტურის კერა ლაზი"-ს ორგანიზებით,  გაიმართა. ასოციაცია „ქართველთა კულტურის კერა ლაზი", რომელიც 2009 წელს დაარსდა, საფრანგეთში ქართული კულტურის პოპულარიზაციის საქმეს ემსახურება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ლელო: რეჟიმი ცდილობს ბიზნესის ხმა ჩაახშოს, ჩვენ ამ ხმას გავაძლიერებთ
თეთრი სახლი: აშშ ირანის მხრიდან გარკვეულ პროგრესს აღნიშნავს
25 აპრილს, ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღე სრულდება - სიონის ტაძარში წირვას აღავლენენ
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics