|
2016-04-24 12:59:46, 658 ნახვა
საზოგადოება
ხიდაშელი: დღეს სიხარულის დღეა, მუდმივად ასეთი გახარებული ყოფილიყოს ჩვენი საზოგადოება
თინათინ ხიდაშელი ბზობის დღესასწაულთან დაკავშირებით შესრულებულ წირვა-ლოცვას დაესწრო. სადღესასწაულო წირვა-ლოცვა თავდაცვის სამინისტროს ტერიტორიაზე მდებარე მთავარანგელოზთა დასის სახელობის ტაძარში საქართველოს შეიარაღებული ძალების მთავარმა კაპელანმა, მამა დავით ლონდარიძემ აღავლინა. თავდაცვის მინისტრმა შეიარაღებულ ძალებსა და სრულიად საქართველოს ბზობისა და დამდეგი აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულები მიულოცა და მშვიდობა უსურვა: „ბზობას ვულოცავ მთელ საქართველოს, ბედნიერ და რაც მთავარია, მშვიდობიან აღდგომას შევხვდროდეთ ყველა ერთად. დღეს სიხარულის დღეა, მუდმივად ასეთი გახარებული ყოფილიყოს ჩვენი საზოგადოება“, - განაცხადა თინათინ ხიდაშელმა. ტაძარში თავდაცვის მინისტრის მოადგილე ბესიკ ლოლაძე და წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდალი, პოლკოვნიკი მალხაზ მაკარაძე იმყოფებოდნენ. 24 აპრილს მართლმადიდებელი სამყარო იერუსალიმში უფლის დიდებით შესვლას, ბზობის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)