|
2016-04-23 18:08:05, 613 ნახვა
საზოგადოება
N11 სარეაბილიტაციო დაწესებულების არასრულწლოვნებმა ინტელექტუალურ კონკურსში მიიღეს მონაწილეობა
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N 11 სარეაბილიტაციო დაწესებულების არასრულწლოვნებმა ინტელექტუალურ კონკუსში - „რა? სად? როდის?“ მიიღეს მონაწილეობა. როგორც „ექსპრესნიუსს“ სასჯელაღსრულების სამინისტროდან აცნობეს, სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო რამდენიმე წელია საქართველოს მასშტაბით პროგრამას _ „ინტელექტის დღე - რა? სად? როდის?“ ახორციელებს. მიმდინარე წელს აღნიშნულ პროგრამაში 1200-ზე მეტი საჯარო სკოლის მოსწავლე ჩაერთო. ინტელექტუალური კონკურსი საქართველოს მასშტაბით ყველა საჯარო სკოლაში 13 საათზე დაიწყო. 1200 საჯარო სკოლის მოსწავლეს 24 ერთსა და იმავე შინაარსის კითხვაზე უნდა გაეცა პასუხი. N 11 სარეაბილიტაციო დაწესებულებაში ერთმანეთს სამი გუნდი - „იდეა“, „ბროლის ბუ“ და „მოაზროვნე“ დაპირისპირდა. სასჯელაღსრულებისა დ პრობაციის სამინიტროს პენიტენციური დეპარტამენტის სოციალური სამსახურის უფროსის ლეილა აფციაურის განცხადებით, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო სასჯელღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პარტნიორია და დიდ ყურადღებას იჩენს არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებისადმი. „პროგრამა „ინტელექტის დღე - რა? სად? როდის?“ დაწესებულებაში ძალიან პოპულარულია. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ამ მასშტაბურ პროგრამაში 1200 სკოლასთან ერთად, N 11 სარეაბილიტაციო დაწესებულების სკოლაც მონაწილეობს. არასრულწლოვნებმა ღირსეულად გაართვეს თავი შეკითხვებს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდებს ამ კონკურსში მონაწილეობით თავიანთი ერუდიციის წარმოჩენის საშუალება მიეცათ“, - განაცხადა ლეილა აფციაურმა. ქართველოს ინტელექტკლუბ „რა? სად? როდის?“ წარმომადგენლის მიხეილ ციცქიშვილის განცხადებით, აღნიშნული პროექტი დიდი სტიმულია მოსწავლეებისთვის, რომ მეტი წიგნი წაიკითხონ და მეტად ჩაერთონ საგანმანათლებლო პროგრამებში. აღსანიშნავია, რომ N 11 სარეაბილიტაციო პენიტენციური დაწესებულების არასრულწლოვნებისთვის კონკურისის მოდიფიცირებული ვარიანტი იქნა მოფიქრებული. ინტელექტუალური კონკურისის შიდა ტურნირის მეორე ეტაპში გამარჯვებულებს სიმბოლური საჩუქრები და სერტიფიკატები გადაეცემათ. გარდა აღნიშნული პროგრამისა, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო N 11 არასრულწლოვანთა დაწესებულებაში კიდევ არაერთ სარეაბილიტაციო პროგრამას ახორციელებს.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)