|
2016-04-22 13:59:22, 878 ნახვა
სამხედრო
სესიაშვილი: სავალდებულო სამხედრო და სარეზერვო სამსახურების ტრანსფორმაცია აუცილებელია
საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი სესიაშვილის თქმით, სავალდებულო სამხედრო სამსახურის გაუქმებასთან დაკავშირებით განსხვავებული აზრი აქვს. მისივე თქმით, მან თავდაცვის მინისტრსა და გენერალური შტაბის ხელმძღვანელს თავის აზრი უკვე გააცნო. "ერთის მხრივ, უნდა მოხდეს მსჯელობა იმ დისკომფორტის შემცირებაზე, რაც ახალგაზრდებს აქვთ სამხედრო სამსახურთან მიმართებაში. მეორე მხრივ, აუცილებელია ტრანსფორმაცია სავალდებულო სამხედრო და სარეზერვო სამსახურების", - განაცხადა სესიაშვილმა. როგორც ირაკლი სესიაშვილმა აღნიშნა, მას იმედი აქვს, რომ კონსულტაციების შედეგად ერთი საერთო პოზიცია ჩამოყალიბდება, რომელიც ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას უფრო გაზრდის. “თავდაცვის მინისტრს, რა თქმა უნდა, აქვს იმის უფლება, რომ საკუთარი ხედვა გააცნოს საზოგადოებას, მაგრამ უკვე დიდი ხანია, განსხვავებულ პოზიციებს ვაფიქსირებ. მეტიც, ჩვენ ცოტა ხნის წინ, კრწანისის სასწავლო ცენტრში შევხვდით და, როგორც თავდაცვის მინისტრს, ისე გენშტაბის წარმომადგენლებს ჩემი პოზიცია გავაცანი, თუ როგორ უნდა მოხდეს სავალდებულო სამსახურის რეფორმირება“,- აღნიშნა სესიაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)