23:12 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-21 17:12:11, 617 ნახვა

საზოგადოება
საბურთალოს გამგებელმა ასათიანისა და ზაქარიაძის ქუჩებზე მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა

საბურთალოს რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე და კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროს გივი კუბლაშვილი დღეს ასათიანისა და ზაქარიაძის ქუჩებზე მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნენ და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ.

როგორც "ექსპრესნიუსს" თბილისის მერიიდან აცნობეს, ამ ქუჩებზე გამგეობა და კეთილმოწყობის სამსახური პარალელურ რეჟიმში მუშაობენ. ზაქარიაძის N3-ში მდებარე კორპუსს გამაგრების სამუშაოები უტარდება. პროექტს კეთილმოწყობის სამსახური ახორციელებს და მისი ღირებულება 1 მილიონ ლარს აღწევს. გივი კუბლაშვილის განცხადებით, ავარიული შენობების გამაგრებისათვის ბოლო ორი წლის ბიუჯეტი თითქმის 10-ჯერ აღემატება წინა წლების მაჩვენებელს.

„წლევანდელი ბიუჯეტით გათვალიწინებულია და უკვე მაგრდება 45 კორპუსი. ბოლო ორი წლის განმავლობაში 45 მილიონი ლარის არის დახარჯული ავარიული კორპუსების გამაგრებაზე“, - განაცხადა გივი კუბლაშვილმა.

რაც შეეხება ასათიანის ქუჩას, აქ საბურთალოს რაიონის გამგეობამ სანიაღვრე სისტემა მოაწყო. სამუშაო პროცესში გამოვლინდა მიზეზი, რაც აღნიშნულ ქუჩაზე გზის დეფორმაციას იწვევდა. სანიაღვრე არხის გათხრისას სპეციალისტებმა აღმოაჩინეს, რომ 2 მეტრის სიღრმეზე სასმელი და გრუნტის წყლების ნაკადები ჩაედინებოდა, რაც გზას გრუნტს აცლიდა და მის დეფორმაციას იწვევდა.

ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, გამგეობისა და ქალაქის მერიის ყურადღება მათი უბნისათვის უპრეცედენტოა, რადგან მოთხოვნების უმეტესობა, რაც ამ ტერიტორიაზე არსებულ კორპუსების მცხოვრებლებს ჰქონდათ, გათვალისწინებულია.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
25 აპრილს, ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღე სრულდება - სიონის ტაძარში წირვას აღავლენენ
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ ახალგორელ თამაზ გოლოევს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
ბოჭორიშვილი - გვექნება შესაძლებლობა, ჰერჩინსკი ვიხილოთ საგარეო საქმეთა სამინისტროში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics