2016-04-20 18:48:27, 583 ნახვა
საზოგადოება
თსუ-ში რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნები დასრულდა
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში არჩევნები დასრულდა.
რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნებში ხმა აკადემიური პერსონალის 900-ზე მეტმა წევრმა მისცა.
“ამ დროისთვის უბანზე გამოცხადებულია 939 ამომრჩეველი. პროცესი წარიმართა ხარვეზების გარეშე. არანაირი განაცხადი დარღვევის თაობაზე კომისიას არ მიუღია,“- განაცხადა საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ.
ცნობისთვის , კენჭს სულ ოთხი კანდიდატი იყრის.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან