2016-04-20 15:08:46, 501 ნახვა
საზოგადოება
სამტრედიის ქუჩიდან მირცხულავას ქუჩამდე გადაიკეტება
დღეს 15:00 საათიდან საღამოს 21:00 საათამდე დიდუბის რაიონში, სამტრედიის ქუჩიდან მირცხულავას ქუჩამდე საავტომობილო მოძრაობა გადაიკეტება.
როგორც "ექსპრესნიუსს" თბილისის მერიიდან აცნობეს, შეზღუდვა აგლაძის ქუჩაზე გზის კაპიტალური რეაბილიტაციის სამუშაოებს უკავშირდება.
მერიის ინფორმაციით, საგზაო სამუშაოები თბილისის მასშტაბით გზების კაპიტალური შეკეთების პროგრამის ფარგლებში ხორციელდება.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან