|
2016-04-20 14:18:06, 1305 ნახვა
საზოგადოება
სერგეენკო განმარტავს, რა შემთხვევაში არ დაკარგავს პირი სოციალურ დახმარებას, თუ მას დროებითი სამსახური გამოუჩდება
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო განმარტავს, რა შემთხვევაში არ დაკარგავს პირი სოციალურ დახმარებას, თუ მას ერთჯერადი შემოსავალი გაუჩნდება. როგორც სერგეენკომ პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, 70%-ის შემთხვევაში, სოციალური დახმარების დაკარგვის მიზეზი, შესაბამისი სამსახურებისთვის დროებითი სამუშაოს შესახებ შეუტყობინებლობაა: "მოსახლეობისთვის, რომლებმაც დაკარგა სოციალური დახმარება, გაუგებარი იყო მიზეზები. შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ვამტკიცო, რომ ეს მეთოდოლოგია დღეს მდგომარეობით იდეალურია, თუმცა შემიძლია მოგახსენოთ ხარვეზები, რაც 70%-ის შემთხვევაში, იწვევს სოციალური დახმარების დაკარგვას. მე არ ვადანაშაულებ დახმარების მიმღებ ბენეფიციარებს, ეს ალბათ ჩვენი სისტემის ბრალია, რომ ვერ ვუხსნით ამ ხალხს სწორად. 70%-ის შემთხვევაში მიზეზია ის, რომ თუ მაგალითად ამ ადამიანმა ნახა დროებითი სამსახური, ამის შესახებ უნდა შეგვატყობინის, თუ არ შეგვატყობინა და ჩვენ ვნახეთ შემოსავალი, ასეთ შემთხვევაში სისტემა ავტომატურად ბლოკავს. ზოგჯერ მათ არ იციან, რომ უნდა შეგვატყობინონ, ზოგჯერ ეშინიათ, რომ თუნდაც ერთჯერადი შემოსავლის მიღებით არ დაკარგონ სოციალური დახმარება.ეს არის ხარვეზი, რომლის გამოსწორებაზეც ჩვენ ვმუშაობთ. იგივე ეხებათ, თუ პირველი რიგის ოჯახის წევრებს დაუფიქსირდათ მაღალი შემოსავალი და არ გვატყობინებენ წინასწარ, რომ დავუშვათ ჩემმა შვილმა იშოვა სამსახური. თუ შეგვატყობინებენ გაუგრძელდებათ, თუ არ იქნა შეტყობინება, სამწუხაროდ, სისტემა რეაგირებს ისე, რომ ავტომატურად იხსნება დახმარება", - განაცხადა დავით სერგეენკომ.
25 აპრილს, ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღე სრულდება - სიონის ტაძარში წირვას აღავლენენ
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ ახალგორელ თამაზ გოლოევს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
ბოჭორიშვილი - გვექნება შესაძლებლობა, ჰერჩინსკი ვიხილოთ საგარეო საქმეთა სამინისტროში
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)