21:55 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-11 18:21:56, 512 ნახვა

საზოგადოება
ხევის საზოგადოებრივ ცენტრში ტრენინგი "სამართალი და ადამიანის უფლებები“ ჩატარდა

იუსტიციის სასწავლო ცენტრის ორგანიზებით, სოფელ ხევის საზოგადოებრივ ცენტრში ტრენინგი "სამართალი და ადამიანის უფლებები“ ჩატარდა.

ტრენინგის მონაწილეებმა შეიტყვეს თუ რა არის სამართალი, რა როლს თამაშობს სამართალი მათ ყოველდღიურ ცხოვრებაში, ასევე მიიღეს ინფორმაცია, რა მნიშვნელობა აქვს ადამიანის ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს სახელმწიფოში. ტრენინგი გაჯერებული იყო პრაქტიკული სავარჯიშოებით, რაც მონაწილეებს თეორიული საკითხების უკეთ გააზრებაში დაეხმარა.

სოფელ ხევის საზოგადოებრივ ცენტრში კიდევ ოთხი ტრენინგი ჩატარდება აქტუალურ და მნიშვნელოვან სამართლებრივ თემებზე.

ტრენინგების მიზანია ადგილობრივი მოსახლეობაში სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება, რაც ხორციელდება უფასო ტრენინგების ადგილზე, საზოგადოებრივ ცენტრებში ორგანიზებით.

აღსანიშნავია, რომ იუსტიციის სასწავლო ცენტრი ანალოგიურ ტრენინგებს აპრილის ბოლომდე ჩაქვისა და ორსანტიის საზოგადოებრივ ცენტრებში ჩაატარებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
25 აპრილს, ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღე სრულდება - სიონის ტაძარში წირვას აღავლენენ
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ ახალგორელ თამაზ გოლოევს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
ბოჭორიშვილი - გვექნება შესაძლებლობა, ჰერჩინსკი ვიხილოთ საგარეო საქმეთა სამინისტროში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics