00:26 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-19 13:59:57, 649 ნახვა

პოლიტიკა
ევროკომისიის პრეზიდენტი: ვიზალიბერალზიაციასთან დაკავშირებით საქართველოს ახალი პირობები არ ექნება

საქართველოს ვიზალიბერალზიაციასთან დაკავშირებით ახალი პირობები არ ექნება. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟან-კლოდ იუნკერმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, ევროკომისია საქართველოსთან უვიზო რეჟიმის ამოქმედებას უჭერს მხარს და ამაში პრემიერ გიორგი კვირიკაშვილს კიდევ ერთხელ დაარწმუნებს, როდესაც მას შეხვდება.

“საქართველოს ვიზალიბერალზიაციასთან დაკავშირებით ახალი პირობები არ ექნება. მე შევხვდები თურქეთის პრემიერ-მინისტრს, შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან გავმართავ მოლაპრაკებებს. შემიძლია, კიდევ ერთხელ დავარწმუნო საქართველოს პრემიერ-მინისტრი ევროკომისიის მიერ ვიზალიბერალიზაციის შესახებ საკანონმდებლო ინიციატივის მხარდაჭერასთან დაკავშირებით.

ვფიქრობ, საკანონმდებლო ინიციტივა ქართველი ხალხის მიმართ სამართლიანია. ევროკომისიამ საქართველოსთან ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით დადებითი დასკვნა გამოაქვეყნა”, - განაცხადა ჟან-კლოდ იუნკერმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში სიტყვით გამოსვლისას.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics