00:26 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-19 12:59:23, 303 ნახვა

პოლიტიკა
ხიდაშელი: პასუხი გაცემულია და სპეკულაციები უნდა დამთავრდეს

„პასუხი გაცემულია და სპეკულაციები უნდა დამთავრდეს“, - ასე უპასუხა თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა არჩევნებთან დაკავშირებით მისი და „რესპუბლიკელი“ მინისტრების თანამდებობიდან  შესაძლო გადადგომასთან დაკავშირებით.

ხიდაშელის განცხადებით, ის რჩება თანამდებობაზე და  მისი შესაძლო წასვლის შესახებ კითხვას პრემიერ-მინისტრმა კვირიკაშვილმა რამდენიმე დღის წინ ამომწურავად გასცა პასუხი.

„ამ კითხვას საქართველოს პრემიერმინისტრმა სულ რამდენიმე დღის წინ ამომწურავად გასცა პასუხი, წერტილი დაუსვა. თქვენ შეგიძლიათ გააგრძელოთ საქართველოს მოსახლეობასთან, თქვენ მაყურებელთან მუდმივად ამაზე ლაპარაკი. მე აღარ ვაპირებ ამაზე საუბარს იმიტომ, რომ პასუხი გაცემულია, ყველაფერი ნათელია და სპეკულაციები უნდა დამთავრდეს“, - განაცხადა ხიდაშელმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics