20:36 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-18 09:59:21, 703 ნახვა

საზოგადოება
თსუ-ში შეფერხებული სასწავლო პროცესი განახლდა

აუდიტორია #115-მა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მე-6 კორპუსი დატოვა. გუშინ  ღამით  სტუდენტებმა აჭედილი კარი გახსნეს და მეექვსე კორპუსი დაასუფთავეს. განახლდა შეფერხებული სასწავლო პროცესიც.  შენობის დატოვების გადაწყვეტილება სტუდენტებმა   პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ მიიღეს. ისინი  შემდეგი საკითხების მოგვარებას ითხოვენ:

1. განათლების ძირეული რეფორმას საკითხი, რაც ეხება ფუნდამენტური მეცნიერებების წინ წამოწევას, გარე რეფერირების პრინიციპის დანარგვას, დაფინანსების გაზრდას და სხვა საკითხებს.
2. თვითმართველობის სტრუქტურის გაუქმებას და სტუდენტების წარმომადგენლობით საბჭოებში პირდაპირი წესით არჩევას. 

3 ოდეერების გამოვლენას და მათ მიერ უნივერსიტეტების დატოვებას. 

4 აკადემიური საბჭოსა და რექტორის არჩევის წესის დემოკრატიზაციას საკანონმდებლო დონეზე.
სტუდენტების თქმით, პრემიერ მინისტრი მათ ყველა მოთხოვნას დაეთანხმა და  აუდიტორია# 115-თან თანამშრომლობაზე მზაობა გამოთქვა. დაიდო პირობა, რომ შეიქმნება სამუშაო ჯგუფი და მთავრობა აქტიურად იმუშავებს აღნიშნულ საკითხებზე.მათივე თქმით, პრემიერ მინისტრის მხრიდან იყო შეთავაზება,  კონსტიტუციაში განსაზღვრულიყო მინიმალური ზღვარის შესახებ, რომელიც განათლებისა და მეცნიერებისთვის მთლიანი შიდა პროდუქტიდან გამოიყოფა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ ახალგორელ თამაზ გოლოევს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
ბოჭორიშვილი - გვექნება შესაძლებლობა, ჰერჩინსკი ვიხილოთ საგარეო საქმეთა სამინისტროში
პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ შენახვისთვის და გავრცელებისთვის POG-მა 2 პირი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics